Home » საზოგადოება » SOCAR Georgia Gas-ი ბუნებრივი გაზის ფასის ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს
SOCAR Georgia Gas-ი ბუნებრივი გაზის ფასის ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს

SOCAR Georgia Gas-ი ბუნებრივი გაზის ფასის ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს

კომპანია SOCAR Georgia Gas-ი კომერციული მომხმარებლების ნაწილისთვის ბუნებრივი გაზის ღირებულების ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

“კომერციულ სექტორში ბუნებრივი გაზის ფასის გაერთიანების მიზნით, კომერციული მომხმარებლებისთვის მათი კორექტირების აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა.
მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან SOCAR Georgia Gasს-ის ყველა კატეგორიის კომერციულ მომხმარებლებზე, მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი 1 კუბ.მეტრზე განისაზღვრება 84 თეთრის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით. ახალი სატარიფო პოლიტიკით, ცვლილება შეეხებათ მხოლოდ იმ აბონენტებს, რომლებსაც არსებული ხელშეკრულებებით ტარიფი 84 თეთრზე ნაკლები ჰქონდათ.

კომპანიის გადაწყვეტილებით, პურის ქარხნებისთვის, ასევე საბიუჯეტო და საეკლესიო ორგანიზაციებისთვის ტარიფი უცვლელი დარჩება”

– წერია განცხადებაში.

Share