Home » ბიზნესი » SNAP FITNESS საქართველოს რეგიონებში შესვლას გეგმავს
SNAP FITNESS საქართველოს რეგიონებში შესვლას გეგმავს

SNAP FITNESS საქართველოს რეგიონებში შესვლას გეგმავს

ქართველი კალათბურთელის ზაზა ფაჩულიას ფიტნეს-კლუბების ქსელი Snap Fitness საქართველოს რეგიონებში შესვლას მოამავალ წელს გეგმავს.

როგრც კომპანიის წარმომადგენელმა არჩილ ფირიაშვილმა „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, 2018 წელს წელს ფიტნეს – კლუბების ქსელი ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში აპირებს ობიექტების გახსნას.

რაც შეეხება კომპანიის წლევანდელ გეგმას, როგორც ფირიაშვილი აცხადებს, წელს Snap Fitness გაფართოებას ისევ თბილისში გეგმავს. კომპანია აპირებს 2-3-წლიან პერიოდში დედქალაქში 3-4 ახალი ობიექტი გახსნას.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, ბაზარზე ფიტნეს-კლუბებზე მოთხოვნა მზარდია.

„იხსნება კარგი დარბაზებიც და იხსნება ცუდიც, კონკურენტულებიც და ნაკლებად კონკურენტულებიც. რამდენიმე კარგი დარბაზი მართლაც გაიხსნა, რაც მისასალმებელია. თუმცა, ჩვენ კონკურენტულები ვართ, რამდენადაც საკმაოდ დიდი რაოდენობის მომხმარებელი გვყავს და აქედან ჩანს ჩვენი კონკურენტუნარიანობა“,- აცხადებს არჩილ ფირიაშვილი.

Share