Home » ეკონომიკა » “სხვა თანაბარ პირობებში ეკონიმიკური ზრდა უნდა იყოს 3% და შესაძლოა, ოდნავ მეტიც კი”
"სხვა თანაბარ პირობებში ეკონიმიკური ზრდა უნდა იყოს 3% და შესაძლოა, ოდნავ მეტიც კი"

“სხვა თანაბარ პირობებში ეკონიმიკური ზრდა უნდა იყოს 3% და შესაძლოა, ოდნავ მეტიც კი”

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, “სხვა თანაბარ პირობებში, ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს 3% და შესაძლოა, ოდნავ მეტიც კი”. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ერთი კვირის წინ “ბიზნესკონტაქტისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“უპირველეს ყოვლისა, უნდა გითხრათ, რომ თუ გამონაკლისს გავაკეთებთ იანვრის სახით, როცა ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დაბალი, 1%-მდე იყო. თებერვალში უკვე მაღალი იყო ეკონომიკური ზრდა და დაახლოებით, 2.7%-2.8% შეადგინა. ჩვენ აპრილის შუა რციხვებში, მას შემდეგ რაც საწარმოები დღგ-ის დეკლარაციებს ჩააბარებენ, გვეცოდინება დღგ-ის ბრუნვა რამდენია და შესაბამისად, გვეცოდინება ჩვენი მონახაზით დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა როგორ და რამდენით გაიზარდა. შემდეგ უკვე საქსტატი გამოაქვეყნებს ეკონომიკური ზრდის პარამეტრს. თავისთავად ცხადია, გვაქვს იმედი, რომ სხვა თანაბარ პირობებში, ეკონიმიკური ზრდა უნდა იყოს 3% და შესაძლოა, ოდნავ მეტიც კი, ვინაიდან დღეისათვის, ქვეყანაში ამის ყველა წინაპირობა არსებობს”,

– განაცხადა ხადურმა.

ცნობისთვის: გუშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკური პროგნოზის ანგარიში გამოაქვეყნა. IMF-მა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 3%-დან 2.5%-მდე შეამცირა.
Share