Home » ახალი ამბები » “სიუჟეტის დამკვეთი ფორმაშია და მიზანი ამართლებს ყველა საშუალებას”
"სიუჟეტის დამკვეთი ფორმაშია და მიზანი ამართლებს ყველა საშუალებას"

“სიუჟეტის დამკვეთი ფორმაშია და მიზანი ამართლებს ყველა საშუალებას”

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე facebook-ზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმარება, რომლის თანახმად, დედაქალაქის მთავრობამ წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის აქტივისტები დაასაქმა. როგორ ლექვინაძე ირწმუნება, თბილისის მერიაში დასაქმებული თითოეული მოხელე და ხელშეკრულებით აყვანილი საჯარო მოსამსახურე, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვითაა დანიშნული.

“საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა! სიუჟეტის დამკვეთი ფორმაშია და მიზანი ამართლებს ყველა საშუალებას.შედარებები უგულავას დროინდელ დასაქმების პროგრამებთან მუნიციპალიტეტში აბსოლუტურად უადგილოა მეგობრებო, თქვენ ვერ ნახავთ მომღერლებს თბილსერვის ჯგუფში ან პარლამენტარებს სატრანსპორტო კომპანიაში.

რაც შეეხება რეალობას – სახელფასო ფონდი და საშტატო რიცხოვნება უცვლელია, არ გაზრდილა არც თანხობრივად და არც რაოდენობრივად.

თბილისის მერია იგივე რეჟიმში განაგრძობს ქალაქისთვის სასიკეთო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, როგორც ეს აქამდე იყო. – ახალი კანონის შესაბამისად, საჯარო მოხელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ პირებს უფლებამოსილებები შეუწყდათ, რაც შესრულდა დადგენილი წესით და მოვალეობის შემსრულებლებმა საკუთარი საქმიანობა განაგრძეს თბილისის მერიასთან სახელშეკრულებო ურთიერთობებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

– გარდა ამისა, ახალი კანონით თბილისის მერიასა და ყველა საჯარო სამსახურს დაევალა გაეუქმებინა იმ პირების შტატები, რომლებიც ასრულებდნენ დამხმარე, ტექნიკურ ან დროებით ფუნქციებს და აღნიშნული ადამიანები თბილისის მერიაში საქმიანობას შრომითი ხელშეკრულებებით განაგრძობენ.

– თბილისის მერიაში დასაქმებული თითოეული მოხელე და ხელშეკრულებით აყვანილი საჯარო მოსამსახურე დანიშნულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. პ.ს. თბილისი მერია ბოლო სამი წელია ყოველწიურად ამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს. დაინტერესებულ პირებს, ობიექტურ ჟურნალისტებს და არასამთავრობოებს შეუძლიათ შეადარონ 2013-2014 წწ და 2016 – 2017 წლების, როგორც ადმინისტრაციული ხარჯები, ასევე პრემიები”,-წერს ლექვინაძე.

Share