Home » ფინანსები » სისულელის აპოლოგია და აზერბაიჯანული მანათი
სისულელის აპოლოგია და აზერბაიჯანული მანათი

სისულელის აპოლოგია და აზერბაიჯანული მანათი

აზერბაიჯანული საფრთხე საქართველოსთვის

დამოუკიდებელი, პროსახელისუფლებო, პონაციონალური თუ უბრალოდ, სოციალურ ქსელში მცხოვრები ექსპერტები აზერბაიჯანული მანათის საოცარ თავგადასავალს გამოეხმაურნენ. მათ პასუხი ფაქტობრივად არ აქვთ შექმნილ ვითარებაზე, ამიტომ ყველაფერში მედიასა და ქართულ საიტებს ადანაშაულებენ. გთავაზობთ, რამდენიმე საინტერესო და ნიშანდობლივ პოზიციას.

“მანათის დაცემამ რეგიონში შესაძლოა საფინანსო ზვავის ეფექტი გამოიწვიოს” – ემზარ ჯგერენაია.

emzar jgerenaia tbilisis safondo birzhis ganvitarebis autsileblobaze saubrobs 9592

“საგანგაშო სიტუაცია შეიქმნა ჩვენს რეგიონში – აზერბეიჯანმა, რომელმაც რამოდენიმე კვირის წინ გამოაცხადა, რომ მანათის კურსი თავისუფალი ცურვის რეჟიმში გადავიყვანეო, ვერ გაუძლო ბოლო დღეების საუდის არაბეთის შეტევის გამო დაცემულ ნავთობის ფასის ზეწოლას და ახალი შეზღუდვები დაუწესა სავალუტო კონვერტაციას.

გუშინდელიდან მოყოლებული, საგენტო ბლუმბერგმა პლატფორმიდან დროებით მოხსნა დოლარის მანათზე პირდაპირი კოტირების მაჩვენებელი, ხოლო კომერციულმა ბანკებმა ფაქტიურად დაკეტეს დოლარის კონვერტაციის ყველა ლეგალური არხი. თუმცა, ეს ოფიციალური დოკუმენტით არ დადასტურებულა გარდა იმისა, რომ ყოველმა პირმა, რომელიც 500 დოლარზე მეტ თანხის გადახურდავებას მოინდომებს უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა. რეალურად კომერციულმა ბანკებმა შეწყვიტეს დოლარის და ევროს გაყიდვა. მანათის კურსი დოლართან მიმდინარე კვირას 1.5626 დაფიქსირდა, თუმცა, ადგილობრივ ბაზარზე შეზღუდვის გაჩენისთანავე გაჩნდა მეორე – შავი კურსი – 2.000.

ბუნებრივია, აზერბაიჯანში გაჩენილი პანიკა და დოლარზე მოთხოვნა იმანენტურად გადაწვდება საქართველოს – აზერბაიჯანის ბიზნესი ეცდება საქართველოში გადახურდავოს მანათი მყარ ვალუტაზე და ეს გაზრდის დოლარზე მოთხოვნას შესაბამისი შედეგებით ლარის ექვილიბრუმის წერტილის დარღვევისკენ,..

ასევე, რუსეთის ვალუტის დოლართან გაცვლითი კურსი 76-ის მიდამოებში დაფიქსირდა, რაც ძალზე დაბალია ბოლო სამი თვის მანძილზე. რუსეთი ყველა საქონელს ყიდის რუსულ რუბლებში, რაც ძალზე იაფს, დემპინგურს ხდის რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ფასს, ანალოგიურად თურქეთიდან იმპორტს, ლირას დაცემული კურსის გამო.

იაფი იმპორტირებული საქონლის ტალღის ზრდით, იზრდება დოლარზე მოთხოვნილება საქართველოში და კონკურენცის პირობები ირღვევა საქართველოს მეწარმეებისათვის ჩვენს ბაზარზე, რაც ემუქრება ეკონომიკურ ზრდასაც და ინვესტიციების მოზიდვასაც.

სასწრაფოდ, არსებული სიტუაციის კონტრ ნაბიჯების შემსწავლელი და სამოქმედო სქემის შემქმნელი საგანგებო საბჭო უნდა შექმნას მთავრობამ ხელისუფლების სხვადასხვა შტოების, ბიზნესწრების და საექსპერტო წრეების მონაწილეობით, რათა თავიდან ავირიდოთ საფინანსო ზვავი, რომლის საშიშროება რეგიონში დღითიდღე იზრდება”.

“ზოგიერთ ქართულ გაზეთს თუ არ წაიკითხავთ, კარგი იქნება თქვენი ნერვებისთვისაც და ლარისთვისაც” – რომან გოცირიძე.

2015060116534151299

“პრესაში მორიგი სისულელე იწერება, რომ აზერბაიჯანში უცხოური ვალუტის დეფიციტია და შეიძლება ჩვენი ქვეყნიდან გავიდესო.

ვალუტის დეფიციტის ცნება არ არსებობს, არსებობს არაწორი გაცვლის კურსი, იქნება რეალური კურსი, გაჩნდება ვალუტაც.

აზერბაიჯანში თითქოს თავისუფლად მცურავი კურსი შემოიღეს, სინამდვილეში მაინც ეწეოდნენ მის კონტროლს. შედეგიც ასეთია, რასაც ვხედავთ.

არ გამოდის ნახევრადფეხმძიმობა, – ან უნდა მიუშვა და თავისით იპოვის წონასწორობას, ან უნდა არეგულირო და რეზერვები დახარჯო.

არც ერთი უნდათ და არც მეორე.

ზოგიერთ ქართულ გაზეთს თუ არ წაიკითხავთ, კარგი იქნება თქვენი ნერვებისთვისაც და ლარისთვისაც.

რაც შეეხება ლარის ამჟამინდელ მცირეოდენ გაუფასურებას, ეს კვლავ გამოწვეულია დეკემბრის ბოლო კვირაში განხორციელებული დიდი საბიუჯეტო ხარჯვებით და საახალწლო ნავაჭრის კონვერტირებით იმპორტიორების მიერ და არავითარი კავშირი მას ყაზახეთ-აზერბაიჯანთან არ აქვს.

2014 წლის დეკემბერში ბოლო სამ დღეში დაიხარჯა 370 მილიონი ლარი, როცა თერთმეტ თვეში საშუალო თვიური ხარჯვა იყო 700 მილიონი. ლარის მაშინდელ გაუფასურებაში ბიუჯეტს მიუძღვის მნიშვნელოვანი წვლილი. 2015-ში მდგომარეობა გამოსწორდა. დეკემბერში დაიხარჯა ნაკლები, 1,1 მილიარდი ლარი. თუმცა, ძირითადი ხარჯვა ბოლო ათ დღეში მოხდა და ახლანდელი რყევები მისი გამოძახილია”.

 

“მცდელობა, რომ მიაწერო დეკემბრის ბოლოს სავალუტო კონვერტაციებს და საბიუჯეტო ხარჯებს, არის თითქმის უხერხემლო და უფუნდამენტო” – მერაბ სტურუა.

10453246_761399853891179_535154804_n

 

“ჩვენ ხომ ვიცით, რომ ლარის კურსს არაფერი საერთო არ აქვს არც სამეზობლოსთან, არც ტექნიკურ, არც ფუნდამენტალურ, არც კლასიკურ მცნებებთან. ის არის მდუმივად უკანონო და მუდმივად ბანდიტური, გაპრავებილი სებ-ში მოკალათებული ზედმეტად განათლებული უვიცების მიერ, მხოლოდ ერთი მიზნით, რომ ემსახუროს რამდენიმე ბანკის და ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესებს.

გახსნან ბაზარი და დადგება ის კურსი, რაც უნდა იყოს.

სანამ ეს არ მოხდება, შენი (მიმართავს რომან გოცირიძეს (რედ.)) მცდელობაც კი, რომ მიაწერო დეკემბრის ბოლოს სავალუტო კონვერტაციებს და საბიუჯეტო ხარჯებს, არის თითქმის უხერხემლო და უფუნდამენტო, . . მოგვწონს ეს თუ არა, ეს ასეა სინამდვილეში….

ერთ რაიმეში კი 100%-ით გეთანხმები, ქართული საიტების და პრესის კითხვას სჯობს ელექტრო”სვარკას” უყურო საათობით”

Share