Home » საზოგადოება » სირიამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა
სირიამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა

სირიამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა

სირიის მთავრობამ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა საქართველოს ორი რეგიონი – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი

29 მაისს,  დაურ კოვემ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, განაცხადა, რომ აფხაზეთმა და სირიის რესპუბლიკამ საელჩოების დონეზე დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობები, რაც ადასტურებს საერთო სწრაფვას ყველა სფეროში ურთიერთობების განვითარებისკენ.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა კომუნიკე, რომლის მიხედვითაც, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ და სირიის არაბთა რესპუბლიკამ გამოაცხადეს ურთიერთაღიარება და დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას და ნაურუს.

ემხრობით თუ არა მსუბუქი ნარკოტიკების (მარიხუანა, კლუბური ნარკოტიკები...) ლეგალიზებას?

  • არა (74%, 837 Votes)
  • დიახ (22%, 249 Votes)
  • მიჭირს პასუხის გაცემა (4%, 41 Votes)

სულ: 1,127

Loading ... Loading ...
Share