Home » მსოფლიო » რევოლუციური პროექტი: კუნძული, სადაც განახლებადი ენერგიის საცავები იქმნება
რევოლუციური პროექტი: კუნძული, სადაც განახლებადი ენერგიის საცავები იქმნება

რევოლუციური პროექტი: კუნძული, სადაც განახლებადი ენერგიის საცავები იქმნება

როგორც Bloomberg-ი წერს, სინგაპურის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე პატარა კუნძულზე, ფრანგული ენერგეტიკული კომპანია ექსპერიმენტს ატარებს განახლებადი ენერგიის შენახვასთან დაკავშირებით.

ექსპერიმენტის პროცესში კუნძულ სემაკაუზე იქმნება დამოუკიდებელი ელექტროსისტემა, რომ გამოსცადონ რამდენად შესაძლებელია და შედეგიანია ქარის ტურბინებისგან და მზის პანელებისგან მიღებული ენერგიის გარდაქმნა და შენახვა ისე, რომ საჭიროებისამებრ მისი გამოყენება რამდენიმე თვის შემდგომაც იყოს შესაძლებელი.

მზისა და ქარისაგან მიღებული ენერგია ეხმარება განახლებად ენერგიას კონკურენციაში შევიდეს ისეთ ბუნებრივ რესურსებთან როგორიცაა ნავთობი და ქვანახშირი.

ენერგეტიკული კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის, დიდიე ჰოლექსის განცხადებით, განახლებადი ენერგიის ათვისების პარალელურად განახლებადი ენერგიის საცავების შექმნა უფრო და უფრო აქტუალური თემა ხდება. მისივე თქმით, წყალბადს გააჩნია „გრძელვადიანი პერსპექტივა“ საამისოდ.

„ბატარიები კარგია ერთ დღიანი ან რამდენიმე საათიანი მოხმარებისთვის. თუ განახლებად ენერგიას ვიღებთ ზაფხულში და გვჭირდება ზამთრისთვის, ან ღრუბლიანი დღეებისთვის, მაშინ წყალბადი ამის შესანახად კარგი საშუალებაა“ – აცხადებს ჰოლექსი.

განახლებადი ენერგიის საცავის შექმნის სამუშაოები მიმართულია საცავის ხარჯეფექტიანობის შემცირებისკენ. კორპორაცია „ტოშიბას“ მიხედვით, ის 10-ჯერ ძვირია ვიდრე დიზელზე მომუშავე სარეზერვო სისტემები დღეს.

წყალბადის შენახვა ძირითადად სამი ეტაპისაგან შედგება: ელექტროენერგეტიკული საშუალებების ქიმიური პროცესი – იგივე ელექტროლიზი, რომელიც წყალს წყალბადად და ჟანღბადად გარდაქმნის. შემდეგ წყალბადი ინახება იქამდე სანამ მისი გამოყენების საშუალება დგება. გამოყენებისას კი იტუმბება საწვავის რესურსებთან და გამოიმუშავება ელექტროენერგია.

ყველაზე რთული ამ პროცესში ელექტროლიზია. მწარმოებლები ცდილობენ წყლის გაყოფის ხარჯების შემცირებას, რაც მათი ვარაუდით 10-15 წლის შემდგომი პერსპექტივაა.

სემაკაუს კუნძულის პროექტს ახორციელებს Singapore’s Nanyang Technological University და France’s Schneider Electric SE. ისინი მიზნად ისახავენ მიკრობადეების შექმნას, სადაც გააერთიანებენ ქარის, მზის, ზღვისა და დიზელის ენერგიას, რათა უზრუნველყონ კუნძულის ელექტროფიცირება არატრადიციული გზით. ამ მიკროპროდუქტის შექმნა ოქტომბრისთვისაა დაანონსებული, ხოლო შემდგომი წლიდან მათი განცხადებით საცავის შექმნის შესაძლებლობაც იქნება.

სამხრეთ აზიაში მსგავსი პროექტების განხორციელების დიდ შესაძლებლობას ხედავენ, რადგან აქ თითქმის 1000 კუნძულია, რომელიც ელექტროენერგიის გარეშეა.

 

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share