Home » ბიზნესი » „სილქნეტი“ შესაძლოა ფრანგულმა კომპანია Orange Group-მა შეიძინოს
„სილქნეტი“ შესაძლოა ფრანგულმა კომპანია Orange Group-მა შეიძინოს

„სილქნეტი“ შესაძლოა ფრანგულმა კომპანია Orange Group-მა შეიძინოს

საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარი სიახლის მოლოდინშია

„კომერსანტს“ მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა  უჩა სეთურმა ექსკლუზიური ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, შესაძლოა მსოფლიოს უმსხვილესი ფრანგული სატელეკომუნიკაციო კომპანიია Orange Group-ი  „სილქნეტის“ შეძენას გეგმავს.

Orange Group -ი ერთთ -ერთი უმსხვილესი ოპერატორია, რომელიც მსოფლიოს 32 ქვეყანაში საქმიანობს. კომპანიის აბონენტთა რაოდენობა 190 მილიონს აჭარბებს, აქედან  128,8  მილიონი მობილური აბონენტია 13,4 მილიონი ფართოზოლიანი ინტერნეტის მომხმარებელი.

სეთურის განცხადებით, Orange Group-ს კავკასიაში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს.  წლების წინ ფრანგული კომპანია სომხეთის ბაზარზე ოპერირებდა, თუმცა მოგვიანებით უცნობი მიზეზების გამო ეს ბაზარი დატოვა.

უჩა სეთურის თქმით,  Orange Group-ის დაინტერესებას საქართველოს ბაზრით „სინლქნეტსა“ და Orange Group -ის  შვილობილ  კომპანია Sofrecom-ის შორის დაწყებული  თანამშრომლობაც ადასტურებს.

„სილქნეტის“   შესაძლო გაყიდვის ფაქტთან დაკავშირებით კომერსანტი დაუკავშირდა თავად კომპანიის პრესსამსახურს, სადაც განაცხადებს, რომ   მხარეებს შორის პარტნიორობა ეყრდნობა  მხოლოდ კონსულტაციებსა და რეკომენდაციებსკომპანიაში ინერგება Orange Alliance-ის მიერ შემუშავებული მეთოდები მარკეტინგის, პროდუქტების განვითარების, აბონენტებთან ურთიერთობის და IT მიმართულებით.

როგორც ცნობილია სატელეკომუნიკაციო სფეროში 50-წლიანი გამოცდილების მქონე საკონსულტაციო კომპანიამ Sofrecom -მა საქართველოში წარმომადგენლობა გახსნა. გასულ კვირას  თბილისში  „სილქნეტის“ და Sofrecom – ხელმძღვანელებმა ერთობლივი პრესკონპერანცია გამართეს, სადაც ურთიერთთანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. გაირკვა, რომ  სტრატეგიული განვითარების ხუთწლიანი გეგმა სილქნეთს სწორედ Sofrecom -მა მოუმზადა.

„ჩვენს პარტნიორებს ვეხმარებით ხელსაყრელი, გრძელვადიანი შედეგის მიღწევაში, ძირითადი ტენდენციების ათვისებაში, ვერთვებით განვითარების  ყველა ეტაპზე – დაწყებული სტრატეგიისგანსაზღვრიდან, დამთავრებული რეალიზაციით. პარტნიორობის საუკეთესო მაგალითი უკვე გვაქვს ადგილობრივ მსხვილ კომპანია „სილქნეტთან“, სწორედ  ამ  თანამშრომლობით შემუშავდა მათთვის ხუთწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა“, – განაცხადა მაშინ Sofrecom ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიიომ ბუდინმა.

წყარო: „კომერსანტი“

Share