Home » საზოგადოება » სიგარეტის ნამწვით გარემოს დანაგვიანებისთვის დღეს უკვე 13 პირი დაჯარიმდა
სიგარეტის ნამწვით გარემოს დანაგვიანებისთვის დღეს უკვე 13 პირი დაჯარიმდა

სიგარეტის ნამწვით გარემოს დანაგვიანებისთვის დღეს უკვე 13 პირი დაჯარიმდა

“თბილსერვის ჯგუფის” ინსპექციამ “ნარჩენების მართვის კოდექსის” შესაბამისად, გარემოს დაბინძურებისთვის 14 სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა”, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილსერვის ჯგუფი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“საჯარიმო ოქმების უმრავლესობა (13 საჯარიმო ოქმი) შედგენილია 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით, კერძოდ სიგარეტის ნამწვით გარემოს დანაგვიანებაზე, ხოლო ერთი მათგანი კი მუნიციპალურ ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენის უკანონოდ განთავსებაზე.

14 სამართალდამრღვევი პირიდან 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა”, – აღნიშნულია გავცრელებულ ინფორმაციაში.

წყარო: ipress

Share