Home » მსოფლიო » სიდნეიში შეზღუდვები მხოლოდ ვაქცინირებულებისთვის მოიხსნება

სიდნეიში შეზღუდვები მხოლოდ ვაქცინირებულებისთვის მოიხსნება

1-ლი დეკემბრიდან, ავსტრალიის უდიდეს ქალაქში, სიდნეიში შეზღუდვები იხსნება, თუმცა, ეს არ შეეხება არავაქცინირებულ მოსახლეობას, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მათ, ვისაც კორონავირუსის ვაქცინა არ ექნებათ მიღებული, აეკრძალებათ მაღაზიებში, რესტორნებსა და გასართობ ობიექტებში შესვლა.

„ბევრმა ბიზნესმა თქვა, რომ ისინი არ მიიღებენ აუცრელებს. არავაქცინირებულთა სიცოცხლე იქნება ძალიან რთული, განუსაზღვრელი ვადით“, – განაცხადა ახალი სამხრეთ უელსის პრემიერმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

imedinews.ge

Share