Home » მსოფლიო » სი ძინპინი – ქვეყანამ სიღარიბე სრულად დაამარცხა

სი ძინპინი – ქვეყანამ სიღარიბე სრულად დაამარცხა

ჩინეთის ლიდერის თქმით, ქვეყანამ სიღარიბე სრულად დაამარცხა. სი ძინპინის თქმით, ბოლო რვა წელიწადში სოფლებში მცხოვრებმა 98,99 მილიონი ადამიანმა უკიდურესი სიღარიბის დაძლევა შეძლო. მისივე თქმით, ხელისუფლება სიღარიბის დასაძლევად 1,6 ტრილიონი იუანი დახარჯა.

„832 რაიონი და 128 000 სოფელი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი დასახლებების სიიდან ამოღებულია“, – განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.

სი ძინპინის თქმით, ეს არის „სასწაული, რომელიც ისტორიაში შევა“.

„ჩინეთის კომუნისტური პარტია და სოციალისტური სისტემა გახლავთ ფუნდამენტური გარანტია რისკებისა და სიძნელეების წინააღმდეგ“, – განაცხადა სი ძინპინმა.

ჩინეთის კანონმდებლობის მიხედვით, უკიდურეს სიღარიბეში მყოფ პირებად ითვლებიან ის მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 4000 იუანს ანუ 620 დოლარს არ აღემატება.

1tv.ge

Share