Home » საზოგადოება » შვეიცარიამ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა, მათ შორის საქართველო, „წითელი ზონიდან“ ამოიღო

შვეიცარიამ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა, მათ შორის საქართველო, „წითელი ზონიდან“ ამოიღო

შვეიცარიამ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა, მათ შორის საქართველო, „წითელი ზონიდან“ ამოიღო. ამის მიზეზი შვეიცარიაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა გახდა.

განახლებულ ინფორმაციას შვეიცარიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფედერალური ოფისი ავრცელებს.

„წითელ ზონაში“ მოხვდნენ მხოლოდ ის ქვეყნები და რეგიონები, სადაც 100 ათას ადამიანზე კორონავირუსის შემთხვევების რაოდენეობა შვეიცარიის მაჩვენებელს აღემატება. ამგვარად, შვეიცარიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფედერალური ოფისის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „წითელ ზონაში“ არიან ანდორა, ბელგია, ჩეხეთი და სომხეთი. ამას გარდა, წითელ ზონად არის გამოცხადებული საფრანგეთის რამდენიმე რეგიონი. აღნიშნული ქვეყნებიდან და რეგიოებიდან ჩასულ პირს შვეიცარიაში კარანტინის გავლა მოუწევს.

28 ოქტომბერს შვეიცარიაში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 8 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო, ფედერალურმა მთავრობამ ქვეყანაში ზომების გამკაცრების შესახებ განაცხადა. კერძოდ, აიკრძალა რესტორნებსა და ბარებში ერთ მაგიდასთან ოთხ ადამიანზე მეტის ჯდომა, ბარებისა და რესტორნების მუშაობა კი საღამოს 11:00 საათამდე შეიზღუდა.

ქვეყანაში აიკრძალა 50 ადამიანზე მეტის მონაწილეობით მასობრივი ღონისძიებები ჩატარება. ასევე, აიკრძალა ათ ადამიანზე მეტის მონაწილეობით ოჯახური შეკრებები. ხოლო სპორტულ ღონისძიებებზე მონაწილეთა რაოდნეობა 15-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ორი ნოემბრიდან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დისტანციურად გაგრძელდება. ამასთან, ქვეყანაში სავალდებულო გახდა პირბადეების ტარება ხალხმრავალ, ღია და დახურულ სივრცეებშიც.

Share