Home » ეკონომიკა » შუახევიჰესი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ჰიდრო-ენერგო პროექტი მსოფლიოში
შუახევიჰესი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ჰიდრო-ენერგო პროექტი მსოფლიოში

შუახევიჰესი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ჰიდრო-ენერგო პროექტი მსოფლიოში

შუახევიჰესის მშენებლობის პროექტის  ოპერირების დირექტორად  ნარეშ თელგუ დაინიშნა.  მას აქვს  18 წლიანი გამოცდილება  საერთაშორისო   ჰიდროენერგო პროექტების განხორციელების  მიმართულებით: პროექტების განვითარება, ტექნიკური მომსახურება, გადაცემა და გავრცელება, ბიზნესის განვითარება. ნარეშ თელგუს ბაკალავრის კვალიფიკაცია მიენიჭა ელექტრო ინჟინერიაში, ხოლო მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში.

12636840_1182955131734394_2033003001_o

ბატონო ნარეშ, შუახევიჰესის მშენებლობა გადამწყვეტ ფაზაში შედის, რა ეტაპზეა მშენებლობა და როგორ მიმდინარეობს პროექტი?

შუახევიჰესის მშენებლობის პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებული ჰიდროენერგო პროექტი მსოფლიოში,  37 კილომეტრიანი გვირაბით, რომელიც 5 წელიწადში აშენდა. ჩვენი გუნდი შედგება როგორც AGL-ის თანამშრომლებისგან, ასევე  დიდი  გამოცდილების მქონე კონტრაქტორი კომპანიებისგან. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვთანამშრომლობთ, საერთო მიზანია, რომ პროექტი განხორციელდეს  საერთაშორისო სტანდარტებით, პროფესიონალიზმით და მაღალი ხარისხით.

ამ ეტაპზე პროექტის 65% უკვე დასრულებულია, პროექტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო გვირაბის მშენებლობა, ამ დროისთვის 37 კილომეტრიდან 29.3 უკვე დასრულებულია.

პროექტის განხორციელების პროცესში რამდენი ადამიანი დასაქმდა?

შუახევიჰესის მშენებლობის პროცესში ჩართულია 1200 თანამშრომელი სხვადასხვა კომპანიიდან. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელმაც დიდი ძალისხმევა გამოიჩინა, რომ პროექტი ამ ეტაპამდე მოსულიყო. პროექტში დასაქმებულები: საქართველოდან, თურქეთიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან ყოველდღიურად ვითარდებიან და ბევრ სიახლეს ითვისებენ. ისინი ასევე ცდილობენ შეუსაბამონ ერთმანეთს მუშაობის მაღალი სტანდარტი და უსაფრთხო სამუშაო გარემო.

შუახევიჰესის მშენებლობის პარალელურად თქვენი კომპანია არა ერთ სოციალურ პროექტს ახორციელებს, ამ პერიოდისთვის რა მნიშვნელოვან პროექტებს აფინანსებთ აჭარაში?

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი კომპანიისთვის. AGL-მა მაღალმთიანი აჭარის  განვითრებისთვის  სამი მთავარი მიმართულება აირჩია: ცნობიერების ამაღლება და განათლება, თემების გაძლიერება და ინფრასტრუქტურული განვითარება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გავაუმჯობესოთ ადამიანების ცხოვრების დონე და განვავითაროთ ინფრასტრუქტურა მაღალმთიან აჭარაში. კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტები მოიცავს გზების და ხიდებს რეაბილიტაციას, წყლის სისტემების განვითარებას.   რაც მთავარია ყველა პროექტი ხორციელდება ადგილობრივ მოსახლეობასთან და  მუნიციპალიტეტები ერთად.

ჩვენი მთავარი აქტივობები (2014-2015) ცნობიერების ამაღლების და განათლების მიმართულებით, მოიცავს  ფინანსური მენეჯმენტის სწავლებას, გზებზე უსაფრთხოების ტრენინგებს, შეშის ღუმელების ეფექტურად გამოყენებას, ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სტუდენტების დაფინანსებას, სოფლის მეურნეობის განვითარებას, ადგილობრივი მასწავლებლებისთვის პედაგოგიური უნარების დახვეწას  ინგლისური ენის სწავლების პროცესში, სკოლის მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის შესწავლის პროგრამას. თემების გაძლიერება მოიცავს მცირე ბიზნესის  და სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებას ( მეფუტკრეობა, თხილი).  რეგიონალური განვითარების ფარგლებში ვაუმჯობესებთ ინფრასტრუქტურას:  სოფლის გზების აღდგენა, წყლის სისტემების რეაბილიტაცია, ახალი სარწყავი არხების გაყვანა, სადრენაჟო სიტემების მოწესრიგება, ადგილობრივი სკოლების რეაბილიტაცია და აღჭურვა, სკოლების და საბავშვო ბაღების ეზოების მოწესრიგება.

ბატონო ნარეშ, როგორც ცნობილია საქართველოში ჩამოსვლამდე, თქვენ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში მიგიღიათ მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყანაში, როგორია სხვა ქვეყნებში განხორციელებული პროექტების პრაქტიკა, პროექტის განხორციელების პარალელურად ყველგან ხორციელდება სოციალური პროექტები?

ჩემი საქმიანობა  მოიცავს სხვადასხვა ენერგეტიკული პროექტების დაგეგმვა-განხორციელებას: თერმულ, ჰიდრო, ქარის პროექტებს.  ეს პროექტები ხორციელდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში: ინდოეთში, ვიეტნამში, ინდონეზიაში, ზამბიაში, ბუტანში და ნეპალში.  პროექტების სპონსორებისთვის ყოველთვის  მნიშვნელოვანი იყო, რომ შეექმნათ მეგობრული ატმოსფერო  ადგილობრივ მოსახლეობასთან. მშენებლობის პარალელურად მუდმივად ვცდილობდით, რომ  განგვეხორციელებინა პროექტები ადამიანების ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად.

შუახევისჰესის  კასკადის მშენებლობა ერთ წელიწადში სრულდება და ჰესმა ოპერირება უნდა დაიწყოს. როგორც ცნობილია უკვე მიმდინარეობს კადრების შერჩევის პროცესი, რა გამოწვევებს აწყდებით ამ მხრივ?

შუახევიჰესი დასრულდება 2016 წლის დეკემბერში. პარალელურად უკვე მიმდინარეობს ოპერირების დაგეგმვა, ჩვენ გვინდა რომ შევქმნათ მსოფლიო დონს ორგანიზაცია ამ ეტაპზეც. ტექნიკური პერსონალის შერჩევის პროცესი უკვე დაწყებულია. მე ვფიქრობ აუცილებელია შევქმნათ  გუნდი სადაც შესაბამისობაში იქნება გამოცდილება და ახალგაზრდული შემართება, კომპეტენტურობა, პრაქტიკული ცოდნა,  რომ ვმართოთ შუახევიჰესი მაქსიმალურად მაღლ დონეზე.

თქვენი აზრით, რა არის მთავარი რითაც შუახევიჰესის დასრულების შემდგომ ქვეყანა შეიძენს?

შუახევიჰესის მშენებლობა არის პირველი ერთობლივი ენერგოპროექტი რომელიც ხორციელდება საქართველოში და  ფინანსდება სამი უმსხვილესი ორგანიზაციის მიერ: IFC, ADB da EBRD, ინვესტიციის ჯამური მოცულობაა 416 მილიონი დოლარია. შუახევიჰესის მშენებლობა არის მსოფლიო დონის სამაგალითო,  ფართომასშტაბიანი პროექტი,  რომელიც განხორციელდა საქართველოში და განხორციელდა  რეკორდულ დროში.  პროექტის დასრულების შემდგომ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, ზამთრის თვეებში,  ენერგო დეფიციტის დროს მთლიანად  დარჩება საქართველოში. მინდა მადლიერება გამოვხატო საქართველოს ხელისუფლების მიმართ როგორც, როგორც ცენტრალური ასევე აჭარის მთავრობის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების, მათ ძალისხმევა არ დაიშურეს, რათა  პროექტის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ჩვენს გვერდით ყოფილიყვნენ და მხარდაჭერა გამოეხატათ.

bfm.ge

[wpolling id=”11″ width=”” height=””]

Share