Home » საზოგადოება » შუაგულ თბილისში აფხაზეთამოჭრილი და ცხინვალამოჭრილი საქართველოს რუსულენოვანი რუკები იყიდება
შუაგულ თბილისში აფხაზეთამოჭრილი და ცხინვალამოჭრილი საქართველოს რუსულენოვანი რუკები იყიდება

შუაგულ თბილისში აფხაზეთამოჭრილი და ცხინვალამოჭრილი საქართველოს რუსულენოვანი რუკები იყიდება

რუსეთის მორიგი პროპაგანდა: რუსულენოვან გზამკვლევებზე საქართველოს რუკები ოკუპირებული ტერიტორიების გარეშეა გამოსახული, – თბილისში, რუსთაველის გამზირზე სწორედ ასეთი ბროშურები იყიდება, სადაც რუსეთის თვალით დანახული, დამახინჯებული საქართველოს აფიშირება ხდება.

აღნიშნული გზამკვლევის დამზადება რუსეთში, ქალაქ მოსკოვში, გამომცემლობა „ლიტრეს”-ის მიერ ხდება, რომელიც 2018 წლის გამოცემით თარიღდება.

როგორ და რა გზით შემოდის საქართველოში მსგავსი გამოცემის გზამკვლევები და ვის მიერ უნდა კონტროლდებოდეს მსგავსი ფაქტები, ამ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსი” ანალიტიკოსს სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში მათ მოხვედრას დიდი ალბათობით ტურისტული სააგენტოები უზრუნველყოფენ რუსული სპეცსამსახურის დამხარებით.

„ასეთი გზამკვლევების მოხვედრა საქართველოში დიდი ალბათობით ტურისტული სააგენტოების საშუალებით ხდება და გამორიცხული არ არის რუსული სპეცსამსახურების ხელი, რომლებიც შეგნებულად ბეჭდავენ და ავრცელებენ ამას.

„საქართველოში გზამკვლევების პრობლემა არცერთ ენაზე არ არის; იგი ყველა ენაზე არსებობს და ნებისმიერ გიდსა თუ ტურისტულ სააგენტოს შეუძლია ამ ყველაფრით ისარგებლოს. ტურისტისთვის არ აქვს მნიშვნელობა თუ რა იქნება ზედ გამოსახული,” – აღნიშნა მან.

სალუქვაძე კანონდარღვევაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამა თუ იმ ტურისტული სააგენტოს მიმართ მკაცრი სანქციები უნდა გატარდეს და ვინც აღნიშნული რუკების რეალიზებაში ხელს უწყობს, მოქალაქე თუ სააგენტო, კანონის გათვალისწინებით პასუხი უნდა აგოს.

„აქ კანონის დარღვევა აშკარად არის და ამას არ სჭირდება ბევრი ახსნა-განმარტება. ელემენტარულად, ავიღოთ კანონი ოკუპაციის შესახებ და კანონები, რაც კი არსებობს საქართველოში.

„აფხაზეთამოჭრილი და ცხინვალამოჭრილი რუკები, – ეს ყველაფერი ამოსაღებია და ვინც ამის რეალიზებას ახდენს, მათთვის სანქციები უნდა გატარდეს. შესაძლოა გაუუქმონ ყველაფერი, რაც კი შეიძლება რომ გაუქმდეს; დაწყებული რეგისტაციით და მათი საქმიანობით.

„ეს ყველაფერი გამოსაკვლევია და ტურიზმის სააგენტომ თუ სხვა უწყებებმაც უნდა მიიღონ ამაში აქტიური მონაწილეობა; ვინ ახდენს ამ ყველაფრის რეალიზებას და რა შეიძლება გაკეთდეს კანონის ფარგლებში; რა სანქციები შეიძლება გატარდეს ამ ადამინებისა თუ ორგანიზაციების მიმართ,” – აცხადებს ის.

მისი განცხადებით, თუკი აღნიშნულ კანონში ხარვეზებია, უნდა გამოსწორდეს და ასევე, უნდა მოხდეს კანონის გამკაცრება და სასჯელის დაწესება ჯარიმის სახით.

„ეს უნდა იყოს კანონიერი სანქციები და თუკი კანონში ხარვეზებია, კონკრეტული ხვრელები უნდა ამოვავსოთ, სანქციები კი გავამკაცროთ. მსგავსი მასალების რეკლამირება-გავრცელება უნდა ისჯებოდეს ჯარიმით; ისჯებოდნენ, როგორც მოქალაქეები, ასევე ასმაგად ტურისტული ორგანიზაციები.

„საპანიკო აქ არაფერია, რადგან ამაზე უარესადაც გვებრძვიან, – პირდაპირ გვემუქრებიან. კარგია, რომ ფხიზელმა მოქალაქეებმა ეს ყველაფერი აღმოაჩინეს და გაავრცელეს. უბრალოდ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები, ამაში კი დიდი წვილილი მედიასაც აქვს. სახელმწიფოს უნდა მოვთხოვოთ ეს ზოემები გაატაროს,” – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

 

წყარო: resonancedaily.com

Share