Home » მსოფლიო » შოტლანდია პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ტამპონები და საფენები უფასო იქნება

შოტლანდია პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ტამპონები და საფენები უფასო იქნება

შოტლანდია პირველი ქვეყანა გახდა, სადაც მენსტრუაციული პროდუქტები ყველასთვის უფასო იქნება. . ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი სამშაბათს დაამტკიცა. კანონი ადგილობრივ ხელისუფლებას ავალდებულებს ტამპონები და საფენები ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ვისაც ეს დასჭირდება. სკოლებმა, კოლეჯებმა და უნივერსიტეტებმა შესაბამისი ჰიგიენური პროდუქტებში საპირფარეშოებში უნდა განათავსონ.

კვლევის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში ქალების 10%-ს ამ პროდუქტებზე წვდომა მცირე შემოსავლის გამო არ აქვს. ვითარება პანდემიის ფონზე უფრო გამწვავდა. წინასწარი შეფასებით, პროექტის რეალიზაცია ქვეყნის ბიუჯეტს თითქმის 13 მილიონი დოლარი დაუჯდება.

imedinews.ge

Share