Home » საზოგადოება » შორეული NATO და ევროკავშირი – მერკელის გახსნილი გზავნილები
შორეული NATO და ევროკავშირი - მერკელის გახსნილი გზავნილები

შორეული NATO და ევროკავშირი – მერკელის გახსნილი გზავნილები

საქართველოში გერმანიის კანცლერის ვიზიტი დასრულდა.

საქართველოში ეს ვიზიტი ყველაზე მეტად იმით დაამახსოვრდებათ, რომ გერმანიის კანცლერმა პირველად მოიხსენია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულტერიტორიებად.

„ეს არის ოკუპაცია და ეს არის ჩემი პასუხიც. ეს რეგიონები არის ოკუპირებული, დაკავებულია ტერიტორიის 20%, ამასთან ერთად, ეს რჩება ძალიან უხეშ დიდი უსამართლობად”, – განაცხადა კანცლერმა ქართველი სტუდენტის კითხვის პასუხად, რატომ არ ხმარობს მერკელი სიტყვა ოკუპაციას.

მერკელმა საქართველოში 200 მილიონიანი შეღავათიანი სესხი და მხარდაჭერის გზავნილები ჩამოიტანა.

„გერმანია საქართველოს მხარს უჭერს და მომავალშიც დაუჭერს, სწორედ ამიტომ ვარ აქ“ , – განაცხადა კანცლერმა და ამის შემდეგაც საქართველოში ყოფნის 1.5 დღეში ცალსახა მხარდაჭერა კიდევ რამდენჯერმე ახსენა.

გვითხრა,  რომ იცის ჩვენ მთავარ გამოწვევებზე, უსაფრთხოების პრობლემებზე, ტერიტორიების ოკუპაციაზე.

თქვა, რომ ჩვენი კარგად ესმის, რატომ გვსურს NATO- სა და ევროკავშირთან დაახლოება, თუმცა როგორც ყოველთვის პირდაპირი და როგორც თავად თქვა, გულწრფელი იყო: “ჩვენ უნდა ვიყოთ გახსნილი. სწრაფ გაწევრიანებას ვერ ვხედავ საქართველოსას NATO-ში. ამ კონსტელაციაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტექსტში, ჩემი აზრით, სწრაფ გაწევრიანებაზე ვერ ვისაუბრებთ, ყოველ შემთხვევაში, გერმანიის პოზიცია ასეთია, ასეთი დარჩება”.

მერკელი უახლოეს 5 წელში ვერც საქართველოს ევროკავშირთან უფრო მეტად დაახლოების შანსს ხედავს. თბილისიდან ბრიუსელამდე   გზა, აქედანაც  საკმაოდ შორს აღმოჩნდა, კანდიდატის და მიმღები კავშირის ფაქტორების გათვალისწინებით.  „ევროპული მხრიდან ძალიან სწრაფ, ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ” – ამბობს კანცლერი და ამ განცხადებების ფონზეც კი, არჩეული, მისი შეფასებით, სწორი გზის გაგრძელებას გვირჩევს.

გვირჩია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. განვითარების რეგიონებამდე მიტანაზე.

დაგვპირდა განათლებაში ინვესტირების და გერმანიაში ლეგალური სამუშაო ადგილების ქვოტების გამოყოფის განხილვასაც… იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან და ოკუპაციის შედეგიც თავისი თვალით იხილა.

ამ ვიზიტს კიდევ  არაფორმალური მხარეც ჰქონდა, სადაც ასევე გახსნილი იყო კანცლერი მერკელი. გაამხილა, რომ 80-იან წლებში საქართველოში ტრანზიტული ვიზიტი და დარღვეული სავიზო რეჟიმი. არალეგალურად ქვეყანაში დარჩენა კი, საქართველოს მომხიბვლელობით ახსნა.

„მახსოვს, რომ ტრანზიტი ნებადართული იყო, თუმცა მხოლოდ 12 დღით შეიძლებოდა ქვეყანაში გაჩერება. როდესაც ქართველმა პოლიციელმა გამაჩერა და მკითხა, აქ რას ვაკეთებდი, ვუთხარი, რომ მომწონდა და შესანიშნავი იყო აქაურობა და რომ სწორედ ასეთმა მოხიბლულმა დათქმულ დროში ვერდავტოვე საქართველო. იმ წამსვე გამიგო და მკითხა, მქონდა თუ არა ნანახი თბილისში ესა თუ ის ადგილი, ვიყავი თუ არა ნამყოფი მცხეთაში. ვუპასუხე, ჯერ ვერ მოვახერხე-მეთქი. მაშინ მითხრა, მეტი დღით აღარ დარჩე, მაგრამ ყველა ეს ადგილი მოინახულეო”, – გაიხსენა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა პრემიერთან ოფიციალურ ვახშამზე  ანსამბლ „შვიდკაცასთან“ ერთად გერმანელი მეზღვაურების სიმღერაც იმღერა – Wir lieben die Stürme მერკელის საყვარელი სიმღერა აღმოჩნდა.

მიიღო საჩუქარიც.  საქართველოს  პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ანგელა მერკელს დრეზდენის მუზეუმიდან 1945 წელს დაკარგული ტილო გადასცა. მე-17 საუკუნის ტილო,  მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიკარგა. ტილო ჯერ საბჭოთა კავშირში, შემდეგ კი, საქართველოში აღმოჩნდა.

Share