Home » მსოფლიო » შიმონ პერესი პუტინს: ნუ გაგიტაცებთ აპლოდისმენტები, ხალხი არ გაპატიებთ
შიმონ პერესი პუტინს: ნუ გაგიტაცებთ აპლოდისმენტები, ხალხი არ გაპატიებთ

შიმონ პერესი პუტინს: ნუ გაგიტაცებთ აპლოდისმენტები, ხალხი არ გაპატიებთ

ებრაელი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, ისრაელის მე-9 პრეზიდენტი შიმონ პერესი პუტინთან დიალოგს იხსენებს:

,,მე ვუთხარი მას, თქვენ 63 წლის ხართ, მე კი 93-ის. მითხარით, რის მიღწევას აპირებთ უახლოესი 30 წლის განმავლობაში? თქვენ იმედი გაქვთ, რომ გააბრაზებთ ამერიკას?

პუტინი: არა.

ამერიკას უნდა რუსეთის ნაწილი? არა, რაიმე გაუგებრობა გაქვთ ობამასთან?

პუტინი: რატომ მეკითხებით?

მე ვუთხარი: მე შპიონი არ ვარ, თქვენ შეგიძლიათ ყველაფერზე მელაპარაკოთ.

პუტინი: თქვენ რას ფიქრობთ?

მე მას ვუთხარი: ამერიკა მოიგებს, ყველაფრის მიუხედავად, რაც არ უნდა გააკეთოთ თქვენ

პუტინი: რატომ? იმიტომ, რომ ისინი ბედნიერები არიან, თქვენ კი არა.

შემდეგ გავაგრძელე: როცა ამერიკელი დილით იღვიძებს, რას ხედავს? სამხრეთში მექსიკაა და ისინი მექსიკელებს იღებენ საკუთარ ქვეყანაში, კანადა ჩრდილოეთშია და ის მისი ყველაზე საუკეთესო მეგობარია. მარჯვნივ და მარცხნივ კი თევზებია წყალში. რაზე უნდა ინერვიულოს ობამამ? თქვენ კი, როცა იღვიძებთ დილით ვინ გყავთ მეზობლდ? იაპონია, ჩინეთი, ავღანეთი. ღმერთო ჩემო! მათ იციან, რომ თქვენ გაქვთ ბევრი მიწა, მაგრამ მათ არ ეხმარებით არც ერთი თეთრით. თქვენ გაქვთ 20% მტკნარი წყალი, მაგრამ არაფერს აძლევთ მათ. ასე რომ, როცა ციმბირში თოვლი გადნება, პირველი, რასაც იქ დაინახავთ, ჩინელები იქნებიან, რადგან აღმოსავლეთში ჩინელები ბევრნი არიან, რუსები კი ცოტა.

მეორე, რაც მე მას ვუთხარი იყო: ამერიკას უკეთესი შესაბამისობა ტერიტორიის სიდიდეს და ხალხის რაოდენობას შორის, თქვენ კი საშინელი 20 მლნ კვადრატული კილომეტრი. თქვენ არ გყავთ ამდენი ხალხი, თქვენი ხალხი იღუპება. ნუ გაგიტაცებთ აპლოდისმენტები და ის, რასაც თქვენზე ლაპარაკობენ, ხალხი არ გაპატიებთ. რუსები საშუალოდ 62 წელი ცოცხლობენ, ამერიკელები კი 82-ს. თქვენ ისე გიჭირავთ თავი როგორც მეფეს.

რას აკეთებდნენ მეფეები? მათ ააშენეს ორი ქალაქი: სანკტ-პეტერბურგი და მოსკოვი, როგორც ვიტრინა, რასაც მოინდომებთ ყველაფერს იშოვით იქ. რუსეთის დანარჩენი ტერიტორია კი ისეთია, როგორც თოვლით დაფარული ნიგერია. თქვენი ხალხი იღუპება. თქვენ არ აძლევთ მათ სიცოცხლეს. და გგონიათ გაპატიებენ ამას?
რატომაა ამერიკა მშვენიერი? ვკითხე მას, იმიტომ, რომ ამერიკა გასცემს, რატომ აქვს ევროპას პრობლემები?იმიტომ, რომ ისინი იღებენ, ამერიკა გასცემს, ხალხი ფიქრობს, რომ ისინი გულუხვები არიან, მე კი მგონია, რომ ისინი ბრძენები არიან, როცა გასცემ იძენ მეგობრებს, ყველაზე კარგი ინვესტიცია მეგობრების შეძენაა.  აშშ-ს ეყო ვაჟკაცობა მიეღო მარშალის გეგმა, მათ ძალიან დიდი დახმრება გაუწიეს მომაკვდავ ევროპას და ამით დაამტკიცეს, რომ ესაა ყველაზე საუკეთესო ინვესტიცია.

თითქმის ყველა ევროპული ქვეყანა იმპერია იყო, ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი და სხვა. ინგლისი, რომელიც გვევლინებოდა მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილ იმპერიად, დარჩა თავისი სამი კუნძულის ამარა და იმასაც არ იცის რა უყოს.

დამიჯერეთ, ვუთხარი პუტინს, ცხოვრებაში ყველაზე დიდი დანაკარგი არის მტრები და მტრობა.

თქვენ ინვესტიციას აკეთებთ სისულელეში.”

შიმონ პერესი ისრაელის ერთ-ერთი უხუცესი სახელმწიფო მოღვაწე, რომლის პოლიტიკური კარიერა 65 წელზე მეტს ითვლის. 1984-1986 და 1995-1996 წლებში იყო ისრაელის პრემიერ-მინისტრი. 2007 წლის ივნისში აირჩიეს ისრაელის პრეზიდენტად. ეს პოსტი ოფიციალურად დაიკავა 2007 წლის 16 ივლისს. გარდაიცვალა 2016 წლის 28 სექტემბერს.

Share