Home » საზოგადოება » შესაძლოა, ღია სივრცეში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო გახდეს

შესაძლოა, ღია სივრცეში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო გახდეს

ღია სივრცეში პირბადის ტარება შესაძლოა, ისევ სავალდებულო გახდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს, შტაბი კი გადაწყვეტილებას დაამუშავებს და განკარგულებაში ცვლილებები შევა.

“საბჭოზე იყო მსჯელობა და რიგი გამკაცრებები, რა თქმა უნდა, იქნება პირველ რიგში, აღსრულებასთან მიმართებაში. მოშვებულია მოსახლეობა, პირბადის ტარება იგივე დახურულ სივრცეშიც აღარ მიმდინარეობს.  დღეს გადაწყვეტილება იქნა, რომ იგივე ღია სივრცეებში დაწესდეს.

პირბადესთან მიმართებაში ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას, რომ ღია სივრცეებში, სადაც იკრიბება გარკვეული ადამიანი, აუცილებელი ყოფილიყო პირბადის ტარება. დღეს ამის შესახებ გადაწყვეტილება არის და შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს და ალბათ, განკარგულებაში შესაბამისი ცვლილებები შევა”,- თქვა ამირან გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძე ამბობს, ქვეყანაში გაუარესებულია ყველა ინდიკატორი, რომელიც ეპიდემილოგიურ ვითარებას განსაზღვრავს.

„ჩვენ ახლა ვართ დაახლოებით იმ დონეზე, როგორც ვიყავით მესამე ტალღის პიკზე სადღაც 17 მაისს. ასევე, დღევანდელი ეპიდსიტუაცია მსგავსია იმის, რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს-ნოემბრის დასაწყისში, როცა ჩვენ ნოემბრის ბოლოსკენ მივდიოდით პიკისკენ. ეს ძალიან საყურადღებოა.

ჩვენ ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში. აქამდე ჯონ ჰოპკინსის რუკაზე ვიყავით ნარინჯისფერში, ახლა ვართ წითელ ზონაში, ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იქნას მიღებული“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

Share