Home » ბიზნესი » შესაძლებლობები მეტი იყო, გამოეყენებინათ მეტი გარდამტეხი რეფორმებისთვის ეკონომიკაში – ლაშა პაპაშვილი

შესაძლებლობები მეტი იყო, გამოეყენებინათ მეტი გარდამტეხი რეფორმებისთვის ეკონომიკაში – ლაშა პაპაშვილი

„პოზიტივი დატოვა ბიძინამ, ახლა ახალგაზრდების ხელშია ყველაფერი”,- ასე აფასებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი გამოცემა Bm.ge-სთამ საუბრისას ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ის პოლიტიკიდან წავიდა.

2012 წელს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მთავარ მონაპოვრად, ლაშა პაპაშვილს ადამიანებისა და ბიზნესის წნეხისგან გათავისუფლება მიაჩნია.

„ეგ იყო ყველაზე მთავარი და გარდამტეხი მისი მოსვლით, რომ გათავისუფლდა ბიზნესი, გათავისუფლდა ადამიანი…წინა მთავრობამ რაღაც სიკეთეები გააკეთა, მაგრამ თავადაც დაადასტურეს, რომ ინდივიდი იყო უარყოფილი, რაც სტალინს და ბერიას არ აპატია კაცობრიობამ”, – აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

მისივე განცხადებით, ამ 8 წლის განმავლობაში იყო პლუსებიც და მინუსებიც. დადებით მოვლენებს შორს ბიზნესმენი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ასახელებს, რაც შეეხება ხელისუფლების კრიტიკას, ის ამბობს:

„შესაძლებლობები მეტი იყო. შეეძლოთ გამოეყენებინათ და მეტი გარდამტეხი რეფორმა ჩატარებულიყო ეკონომიკაში, სამწუხაროდ, ხელიდან გაუშვეს. არაუშავს, ყველაფერს ერთი ადამიანი ვერ გააკეთებს. მთავარია, პოზიტივი დატოვეს, პოზიტივი დატოვა ბიძინამ და ახლა ახალგაზრდების ხელშია ყველაფერი”,- აცხადებს ბიზნესმენი.

Share