Home » საზოგადოება » შემოვლითი რკინიგზის ნაცვლად,შესაძლოა თბილისის შემოვლითი, ფასიანი ავტომაგისტრალი აშენდეს

შემოვლითი რკინიგზის ნაცვლად,შესაძლოა თბილისის შემოვლითი, ფასიანი ავტომაგისტრალი აშენდეს

შემოვლითი რკინიგზის საფუძველზე, შესაძლოა თბილისის შემოვლითი ავტომაგისტრალი აშენდეს – ამის შესახებ დღეს “საპარტნიორო ფონდის” გენერალურმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო.

პროექტის განვითარებაზე კი 2011-2012 წლემბში 230 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა,“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი მთავრობის გადაწყეტილებით აღმოჩნდა, რომ პროექტი წამგებიანი იყო. მაშინ მისი განვითარება შეჩერდა, ინფრასტრუქტურა კი დაკონსერვდა.მისი განცხადებით, დღეს შემოვლითი რკინიგზის ადგილზე, თბილისის შემოვლითი ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე განიხილება.

„დაითვლება და თუ ეს პროექტი არის  მომგებიანი და მოიძებნება  ინვესტორი, მაშინ განხორციელდება.ეს არის უნიკალური პროექტი.ვფიქრობ, ეს ავტომაგისყტრალი იყოს ფასიანი. რატომ ფასიანი? რადგან არსებობს ერთი შემოვლითი გზა, რომელიც სულ გადატვირთულია და სულ სჭირდება შეკეთება მეწყერების და სხვა მოვლენების გამო. თუ ეს იქნება ფასიანი,გამოიძებნება ინვესტორი კომპანია, რომელიც ამაში ჩადებს ფულს, ექსპლოატაციიდან ამოირებს თანხას და თბილისს განტვირთავს დიდი სატრანსპორტო ნაკადებიდან, რომელიც უფრო და უფრო იზრდება. პროექტი არის ძალიან საინტერესო და იდეა იქნა მოწონებული ყველგან სადაც დავსვით. მოვძებნეთ შესაბამისი ინვესტორები, მაგრამ პროექტი თუ ითხოვს X ლარის ინვესტიციას, მისი ამოღება უნდა მოხდეს 15 წელზე.

უფრო ნაკლებ დროში ინვესტიციის ამოღება ვერ მოხდება, ხოლო ფასებს ვერ აწევ ისე, როგორც იტალიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის ავტობანებზეა, ამიტომ თუ ამ ფასებზე ავწევთ ეს ძალიან დააშინებს ყველას. ქალაქის მერიას და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჰქონდა კვლევები ჩატარებული, ფრანგები და იტალიელები მუშაობდნენ,”-აცხადებს საგანელიძე.

მისი განმარტებით, კარგი იქნება თუ თუ დამატებით პრეფერენციებს მივცემთ იმ კომპანიებს, რომლებმაც გზა უნდა გააკეთონ.

„ამ საინვესტიციო ფულს მაინც ვერ ამოიღებენ,ცალსახაა, მაგრამ თუკი გზის მიმდებარედ გადავცემთ ტერიტორიას დეველოპმენტისთვის და ეს იქნება იმისთვის, რომ ყველა მაინც და მაინც ვაკე-საბურთალოში არ იყოს განთავსებული, მაშინ შეიძლება განვითარება. თუ  მოძებნიან ქართველ დეველოპერებს, ვისაც შესთავზებენ თავიანთ პირობებს და რომლებიც თავიანთი თანმხლები ბიზნესებით ამ პროექტს განახორციელებენ, მიმაჩნია, რომ პროექტი შეიძლება საინტერესო იყოს,”- აცხადებს დავით საგანელიძე.

business-partner.ge

Share