Home » ახალი ამბები » შემოსავლების სამსახურში პროექტის – ,,კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის განვითარება და დანერგვა (NTCS) მმართველი კომიტეტის სხდომა ონლაინ ფორმატში გაიმართა

შემოსავლების სამსახურში პროექტის – ,,კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის განვითარება და დანერგვა (NTCS) მმართველი კომიტეტის სხდომა ონლაინ ფორმატში გაიმართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში პროექტის –  ,,კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის განვითარება და დანერგვა (NTCS) მმართველი კომიტეტის სხდომა ონლაინ ფორმატში გაიმართა. სამუშაო შეხვედრაში უწყების თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) წარმომადგენლებმა.

ონლაინ შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს პროექტის რეალიზაციის პროცესში არსებული შუალედური მიღწევები და საბოლოო მიზნები.  ამასთან, შემოსავლების სამსახურის, ევროკავშირის დელეგაციისა და გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის წარმომადგენლებმა მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, ხოლო UNCTAD-ის უფროსმა საბაჟო მრჩეველმა კონსტანტინ კიუტამ (UNCTAD Senior პროექტის შუალედური ანგარიში წარმოადგინა.

24-თვიანი პროექტი, რომლის ბიუჯეტი 1 მილიონ ევროს შეადგენს, შემოსავლების სამსახურის ოპერატიული შესაძლებლობების გაზრდის მიზნით ხორციელდება და საქართველოს ასოცირების შეთანხმების და “საბაჟო სფეროში თანამშრომლობის სტრატეგიული ჩარჩო ფორმატი ევროკავშირსა და საქართველოს შორის“ ფარგლებში მიმდინარეობს.

პროექტის მიზანია:

  • თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეროვნული სატრანზიტო აპლიკაციის შექმნა/შემუშავება, რომელიც შესაბამისობაში იქნება ახალ ელექტრონულ სატრანზიტო სისტემის ფუნქციებთან და ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყნის სპეციფიკურ მოთხოვნებს;
  • აპლიკაციის მომხმარებლების (როგორც სამსახურის თანამშრომლების, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლების) გადამზადება აღნიშნული პლატფორმის გამოყენების მიმართულებით;
  • ახალი ელექტრონული სისტემის შემოღება ემსახურება საბაჟო კონტროლის პროცედურების გამარტივებას და ვაჭრობის ხელშეწყობას.

საერთო სატრანზიტო პროცედურების შესახებ კონვენციასთან მიერთება და ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის დანერგვა, წარმოადგენს კიდევ ერთ შესაძლებლობას ევროკავშირისა და საქართველოში რეგისტრირებულ ბიზნესს საბაჟო მიმართულებით, ერთობლივი  რეგულაციის ზონა შეექმნათ.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების შედეგად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემული –  ტრანზიტთან დაკავშირებული დოკუმენტები და გარანტიები ვალიდური იქნება ევროკავშირის,   ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრი ქვეყნების, ასევე დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, სერბეთსა და მაკედონიის ტერიტორიებზე.

Share