Home » საზოგადოება » შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობისა და პროცედურების გამოყენების თაობაზე გამართულ სამუშაო შეხვედრებში

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობისა და პროცედურების გამოყენების თაობაზე გამართულ სამუშაო შეხვედრებში

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილ 5 განაცხადს ევროკომისიამ დადებითი შეფასება მისცა, რის საფუძველზეც, ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) მეშვეობით, ტექნიკური დახმარების გაწევის მიზნით 7 სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრის ფარგლებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციების წარმომადგენლები, ქართველ კოლეგებს, ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობისა და პროცედურების გამოყენების თაობაზე გამოცდილებას გაუზიარებენ.

ამასთან, სამუშაო შეხვედრებზე, განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა გამარტივებული/პერიოდული საბაჟო დეკლარაცია, ეკონომიკური აგენტის მონაცემებით დეკლარირება და საბაჟო დეკლარირების სხვა ასპექტები. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მხარეები, ასევე განიხილავენ წარმოშობის წესებს, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის მექანიზმებს, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას საბაჟო შეღავათებსა და  დღგ-ის ადმინისტრირების დეტალებს.

შეხვედრების შედეგად, ქართულ მხარეს მიეცემა საშუალება მხარი დაუჭიროს ასოცირების ხელშეკრულების, DCFTA—ით აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციასა და ხელი შეუწყოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის საერთაშორისო ვაჭრობის გაღრმავებას.

Share