Home » საზოგადოება » შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოში  კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების (მათ შორის სამუშაო ადგილებზე) პრევენციისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, უწყების მიერ, გადასახადის გადამხდელებისთვის მთელი რიგი მომსახურების მიწოდება შესაძლებელია, მოქალაქეთა სერვისცენტრებში მიუსვლელად, დისტანციურ რეჟიმში განხორციელდეს.

სასურველი სერვისების მიღება, როგორიცაა: მცირე ბიზნესის სტატუსისა და   მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება, გადამხდელთა რეესტრი, ფიზიკური პირის შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა, განხორციელებულ სასაქონლო ოპერაციებზე ცნობის გაცემა, ავტორიზაცია ან/და პაროლის აღდგენა  და სხვა შესაძლებელია მოქალაქეებმა  სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონული ფორმით განახორციელონ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების მისაღებად, ასევე სხვადასხვა სახის ვიდეო სახელმძღვანელოების გაცნობის მიზნით, გთხოვთ ისარგებლოთ შემდეგი ბმულებით:

https://rs.ge/Covid19?cat=8&tab=1

https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=4&tab=1

https://rs.ge/VideoInstructions

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299 ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge

ამასთან, გვინდა გამოვეხმაუროთ   მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერის ქალბატონ ანა დოლიძის მიერ, სიციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც არის სრული სიცრუე, არ გააჩნია არავითარი დასაბუთება და მსგავსი განცხადება, სამწუხაროდ, ემსახურება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თითოეული თანამშრომლისა და თავად აღმასრულებელი უწყების დისკრედიტაციას.

აქვე, გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრების მიერ, ზოგადი მომსახურების/კონსულტაციის გაწევის დრო, საშუალოდ 10-15 წუთს შეადგენს. ქალბატონ ანა დოლიძის მიერ, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მას სურდა მცირე მეწარმის სტატუსის მინიჭება. აღნიშნული  პროცედურა საჭიროებს 10 წუთს (ბანკში საფასურის გადახდის გარეშე), ხოლო დისტანციური სერვისით სარგებლობისას, მცირე მეწარმის სტატუსის განცხადების რეგისტრაციას 4  წუთი ჭირდება. 

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, მოქალაქეთა მიმართ, მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები. კერძოდ; მაქსიმალურად იქნეს დაცული სოციალური დისტანცია, გადასახადის გადამხდელებს მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც შენობაში  შესვლის დროს, ასევე მომსახურების მიღებისას და დაიმუშავონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარებით.

Share