Home » საზოგადოება » შეიძლება თუ არა ნამახვანის ჩანაცვლება მზის ელექტროსადგურებით?

შეიძლება თუ არა ნამახვანის ჩანაცვლება მზის ელექტროსადგურებით?

ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავქეყნებს, სადაც ის იმის შესახებ წერს, შეიძლება თუ არა ნამახვანის ჩანაცვლება მზის ელექტროსადგურებით.

“შეიძლება თუ არა ნამახვანის ჩანაცვლება მზის ელექტროსადგურებით?

ჰესების წინააღმდეგ მიმდინარე დისკუსიის მონაწილენი ხშირად მცდარი არგუმენტებით მანიპულირებენ, რასაც საზოგადოება შეცდომაში შეყავს და საბოლოოდ მათ პოზიციებს ასუსტებს.

მაგალითად, გაისმის ნამახვანის ჰესის მზის სადგურით ჩანაცვლების წინადადება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია:

433 მეგავატიანი ნამახვანი გამოიმუშავებს 1500გვტსთ ელექტროენერგიას. იგივე რაოდენობის ელექტროენერგიის მიღებას ესაჭიროება 1150 მგვტ სიმძლავრის მზის სადგური, რომელიც 23 კვადრატულ კილომეტრს დაიკავებს და დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი დაჯდება. მას გამომუშავება ექნება მხოლოდ დღისით და დამოკიდებული იქნება ამინდის ცვალებადობაზე.  ამ ცვალებადობის დაბალანსებას კი თავად დასჭირდება 700-800 მგვტ სარეზერვო მარეგულირებელი სიმძლავრე, ანუ ისევ წყალსაცავიანი ან ჰიდრომააკუმულირებელი ჰესი ოღონდ ბევრად უფრო მძლავრი.

ეს პოსტი არ არის ნამახვანის აშენება-არაშენებაზე. არამედ მხოლოდ იმაზე, რომ ენერგეტიკა პროფესიული დარგია და პროფესიული ცოდნა ესაჭიროება!

დილა მშვიდობის”, – წერს მარგველაშვილი.

Share