Home » საზოგადოება » შეგვიძლია მთელი ქვეყნის ბლოკირება, დავკეტოთ ავტობანი და ყველა ქალაქი – ვარლამ გოლეთიანი

შეგვიძლია მთელი ქვეყნის ბლოკირება, დავკეტოთ ავტობანი და ყველა ქალაქი – ვარლამ გოლეთიანი

ქუთაისში აქციის მონაწილეებმა სასამართლოსთან გადაინაცვლეს. მსვლელობა მოეწყო ქალაქის ცენტრალური მოედნიდან.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან და ქუთაისში მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.

ადგილზე სპეციალური სცენაც მოეწობა, დამონტაჟდება ხმის გამაძლიერებლები.

სასამართლოსთან შეკრებილები გუშინ და დღეს მიმდინარე აქციისას დაკავებულების გათანისუფლებას ითხოვენ. ამბობენ, რომ მათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენიათ.

“შევძლებთ ხვალინდელ დღეს, რომ გამოვაცხადოთ მთელი საქართველოს მასშტაბით გამოსვლა ადამიანების სხვადასხვა ადგილებში და ბლოკირება მთელი ქვეყნის.

ჩვენ გვაქვს ბევრი ბერკეტი, რითაც შეგვიძლია ვიმოქმედოთ მათზე, ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ავტობანი, ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ყველა ქალაქი. ყველგან გამოვიდეთ,”- მიმართა აქციის მონაწილეებს ვარლამ გოლეთიანმა.

Share