Home » ეკონომიკა » შეჩერდება თუ არა სვანეთში ხუდონჰესის მშენებლობა – ვისთან აწარმოებს საქართველო მოლაპარაკებას
შეჩერდება თუ არა სვანეთში ხუდონჰესის მშენებლობა - ვისთან აწარმოებს საქართველო მოლაპარაკებას

შეჩერდება თუ არა სვანეთში ხუდონჰესის მშენებლობა – ვისთან აწარმოებს საქართველო მოლაპარაკებას

ვისთან აწარმოებს საქართველო მოლაპარაკებას ხუდონჰესის მშენებლობაზე. ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ამ პროექტის განხორციელება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია და მოლაპარაკებები გრძელდება. თუმცა ვისთან ამას კახა კალაძე აღარ აკონკრეტებს.

”მიმდინარეობს მოლაპარაკებები და როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ყველაფერი გახდება ცნობილი. აშენებით აშენდება, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც ენერგეტიკულ, ისე ეკონომიკურ ჭრილში, რადგან ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება ხელს უწყობს როგორც ქვეყნის განვითარებას, ისე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. შესაბამისად, ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელებას ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით”, – განაცხადა კალაძემ.

ინდური კომპანია „ტრანსელექტრიკას“ ხელმძღვანელი წელს ან მომავალ 2018 წელს, მშენებელობას გამორიცხავს. დავით მირცხულავას თქმით, კომპანიას პროექტი ამ ეტაპზე შეჩერებული აქვს.

„შეჩერების მიზეზებს რაც შეეხება, იყო გარკვეული ვალდებულებები სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც უნდა შესრულებულიყო. ეს ეხებოდა მიწების აღრიცხვიანობას, რაც არ განხორციელებულა. დღეისათვის პროექტი გაჩერებულია. მშენებლობაზე არ არის საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ მშენებლობის ნებრატაც არ აგვიღია“ – აცხადებს მირცხულავა.

Share