Home » ახალი ამბები » შე მართლა “ხუილო”, იმ ხალხს ვეუბნები, ვისაც ჰგონია, რომ “ხუილოს” ძახილით ქვეყანა ერთიანდება – ირმა ინაშვილი

შე მართლა “ხუილო”, იმ ხალხს ვეუბნები, ვისაც ჰგონია, რომ “ხუილოს” ძახილით ქვეყანა ერთიანდება – ირმა ინაშვილი

შე მართლა “ხუილო”, იმ ხალხს ვეუბნები, ვისაც ჰგონია, რომ “ხუილოს” ძახილით ქვეყანა ერთიანდება – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი ქმედებები, რაც ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტს მოჰყვა, ქართველის ბუნებას, ტრადიციებსა და ზნეობას ეწინააღმდეგება.

“ამას აკეთებს საქართველოში უმცირესობის უმცირესობის უმცირესობის უმცირესობა. ძალიან პატარა და ვიწრო ჯგუფი, ამ ჯგუფის წინა პლანზე, გავრილოვის ეპიზოდშიც ასე ვნახე და პოზნერთან დაკავშირებითაც ასე იყო, ჩვენ ვიხილეთ ხოშტარია, სამადაშვილი, კანდელაკი და ვინმე მაქარაშვილი. ეს ხალხი ვინ არის? დიდი ხანია, ეს ხალხი ქართველები აღარ არიან. ვერც ამერიკელები გახდნენ და ქართველობაც დიდი ხანია, დაკარგეს. ეს არის სრულიად მონური ფსიქოლოგიის ხალხი, ვინც ცდილობს შექმნას საკუთარი დღის წესრიგი და შემდეგ მთელი საქართველო ამ დღის წესრიგის ქვეშ აცხოვროს. ჩვენ საქმე გვაქვს არაჯანსაღი და დაავადებული აზროვნების ხალხთან. როცა იქამდე დაეცემი, რომ თუნდაც შენთვის მიუღებელ ადამიანებს დაუყრი ღორის საკვებს, როცა იქამდე დაეცემი, რომ ახტები გრიბოედოვის ძეგლზე და დააზიანებ, ამით ყველაფერი ნათქვამია. როცა ეს ხალხი ამ ყველაფერს აკეთებს, ამათ ჰგონიათ, რომ ამ ქმედებით საქართველოს აერთიანებენ. ისე უნდა მოქმედებდე, ომშიც ისე უნდა იქცეოდე, რომ მოწინააღმდეგემ პატივი გცვცეს. კი არ აგიგდოს და დაგცინოს შენი უღირსი საქციელი გამო. ბევრი ეპიზოდი გვახსოვს ამ ჯგუფის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქართველოში. შარვალს რომ ჩაიხდი, კაცი, რომ გქვია და შემდეგ შენს გაშიშვლებულ უკანალს ცხინვალს მიუშვერ, ამ ე.წ კაცებს რა ჰგონიათ, ქვეყანა ასე ერთიანდება? ამ ხალხს საქართველოსთვის სიკეთე არ უნდათ. ან რა ჰგონიათ, ამ „ხუილოს“ ძახილით. შე მართლა „ხუილო“, იმ ხალხს ვეუბნები, ვისაც ჰგონია, რომ „ხუილოს“ ძახილით ქვეყანა ერთიანდება. როდემდე უნდა ვმოქმედებდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ“, – თქვა ინაშვილმა.

Share