Home » საზოგადოება » შავ ზღვაში ნავთობის ძიებაზე საერთაშორისო კომპანიებთან კონსულტაციები მიმდინარეობს
შავ ზღვაში ნავთობის ძიებაზე საერთაშორისო კომპანიებთან კონსულტაციები მიმდინარეობს

შავ ზღვაში ნავთობის ძიებაზე საერთაშორისო კომპანიებთან კონსულტაციები მიმდინარეობს

შავ ზღვაში, საქართველოს აკვატორიაში ნავთობის ძებნა-ძიებაზე საერთაშორისო კომპანიებთან კონსულტაციები მიმდინარეობს. ამის შესახებ საზოგადოებრივს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გოგა ტატიშვილმა განუცხადა.

“მიმდინარეობს წინასწარი საუბრები, მათ შორის ამერიკულ და ევროპულ გლობალურ მოთამაშეებთან. ამის შემდეგ გადაწყდება სალიცენზიო ბლოკების ტენდერზე გატანა”, – აღნიშნა ტატიშვილმა.

წლების წინ შავ ზღვაში შესწავლა ამერიკულმა „ანადარკომ“ დაიწყო, თუმცა სამუშაოს მაღალი ღირებულებისა და ლიცენზიის ვადის გასვლის გამო კომპანიამ საქართველოს ბაზარი დატოვა.

 

Share