Home » მსოფლიო » შარშან კომპანიებმა ოფშორებში $300 მილიარდი შეიტანეს
შარშან კომპანიებმა ოფშორებში $300 მილიარდი შეიტანეს

შარშან კომპანიებმა ოფშორებში $300 მილიარდი შეიტანეს

გასულ წელს კომპანიებმა ოფშორებში თითქმის $300 მლრდ შეიტანეს. ამის შესახებ გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ანგარიშშია ნათქვამი. ამ თანხის უმეტესი ნაწილი, $221 მლრდ, იმ კომპანიების ანგარიშებზე აღმოჩნდა, რომლებიც დაბალი გადასახადების ქვეყნებში არის დარეგისტრირებული, პირველ რიგში ნიდერლანდებში და ლუქსემბურგში. $72 მლრდ კი ბრიტანეთის ოფშორული ზონიდან, ვირჯინიის კუნძულებზე შევიდა.

2010-დან 2014 წლამდე, გადასახადებისგან თავის არიდების რეკორდსმენები იყვნენ ჰონგ-კონგური, ამერიკული, რუსული და ჩინური კომპანიები.

2015 წლის პირველ სამ კვარტალში, ლუქსემბურგული კომპანიების მიერ ამერიკიდან ფულის გადარიცხვები 3-ჯერ გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მაგრამ ბოლო კვარტალში ლუქსემბურგიდან ფულის გატანის პროცესი დაიწყო, ვინაიდან ამ ქვეყანამ და ნიდერლანდებმა გადასახადებისგან თავის არიდების ევროპული წესები შემოიღეს.

კონფერენციის ანგარიშში წერია, რომ ერთი საგადასახადო იურისდიქციიდან მეორეში ფულის გადატანა გადასახადების დამალვის მიზნით, დიდ პოლიტიკურ პრობლემად რჩება, რომლის გადასაჭრელად გლობალურ დონეზე, საკმარისი ინსტრუმენტები და კოორდინაცია ახლა არ არსებობს.

Share