Home » საზოგადოება » შარლ მიშელი – ევროკავშირს სურს, მეტად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში და გააძლიეროს კავშირები რეგიონის ქვეყნებთან

შარლ მიშელი – ევროკავშირს სურს, მეტად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში და გააძლიეროს კავშირები რეგიონის ქვეყნებთან

ევროკავშირს სურს, მეტად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, გააძლიეროს კავშირები რეგიონის ქვეყნებთან და მოამზადოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის, – ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სომხეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი ეხმარება და მზადაა დახმარების გასაწევად ეუთო-ს „მინსკის ჯგუფს“ მუშაობის ფარგლებში.

„ვხედავთ ოთხ საკითხს, რომელთა მოგვარებაც საჭიროა მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა ამ რეგიონში სტაბილურობა და კეთილდღეობა დამყარდეს.

პირველი არის ზომიერი რიტორიკა და აგრესიული რიტორიკის თავიდან აცილება. ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ევროკავშირის სხვა პარტნიორებთან ერთად განგვეხილა ტყვეების საკითხი, ასევე დანაღმული ველების რუკების საკითხი.

ვიმედოვნებთ, რომ შესაძლებელი იქნება ამ საკითხზე წინსვლა პასუხისმგებლობითა და პოზიტიურად. მეორე პუნქტი არის საზღვრების დელიმიტაცია.

ვიმედოვნებთ, რომ ესეც შესაძლებელი იქნება და შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებების, დიალოგის პროცესის დაწყება. მიგვაჩნია, რომ საჭიროა, ორივე მხარის შეიარაღებული ძალების გაყვანა სადავო ტერიტორიებიდან, რათა დისკუსიები დაწყება შესაძლებელი გახდეს.

მესამე საკითხი: შესაძლებელი გახდეს ტრანსპორტის სფეროში შესაძლო თანამშრომლობის საკითხის განხილვა.

მეოთხე საკითხი არის სამშვიდობო მოლაპარაკებები და სტატუსის საკითხი. მე ასევე ძალიან ფრთხილად ვუყურებ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხს, რომლის მოგვარებაც შესაძლებელი იქნება ისეთი ორგანიზაციების დახმარებით, როგორიცაა იუნესკო,“- აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

Share