Home » ფინანსები » სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამით სპორტული ინდუსტრია და კერძო ბაღებიც ისარგებლებენ

სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამით სპორტული ინდუსტრია და კერძო ბაღებიც ისარგებლებენ

სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამით რესტორნების გარდა სპორტული ინდუსტრია და კერძო საბავშვო ბაღები ისარგებლებენ.

ეს გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა.

“დეკემბერში დამატებით ღონისძიებად მივიღეთ რესტორნებისთვის საბანკო სესხის სუბსიდირების პროგრამა. ის დეკემბრიდან დაიწყო და საკმაოდ დიდი მოთხოვნა აჩვენა. ეს იყო 6 თვის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირება. დაახლოებით 2 000-მა რესტორანმა მოგვმართა შეღავათის გამოყენების თხოვნით. თუმცა, გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო მოთხოვნები მხოლოდ 420-მა დააკმაყოფილა. დღეს ამ ტექნიკური მოთხოვნების შემსუბუქების გადაწყვეტილება მივიღეთ. მიზანი ის არის, რომ ამ 2000-მა რესტორანმა შეძლოს სახელმწიფოს მხარდაჭერით სარგებლობა.

ასევე ეს ღონისძიება მხოლოდ რესტორნებს არ შეეხება. მასში ჩაერთვებიან სპორტის ობიექტები და კერძო საბავშვო ბაღები. ეს ის ბიზნესებია, რომლებიც ასევე პანდემიის შედეგად დაზარალდნენ”,- აღნიშნა პრემიერმა.

Share