Home » საზოგადოება » სესხების პროცენტის სუბსიდირების პროგრამას მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც დაემატა

სესხების პროცენტის სუბსიდირების პროგრამას მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც დაემატა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით ცვლილებები შეეხება ბიზნესჯგუფებს, რომლებიც  მეტად დაზარალდა პანდემიისა და შეზღუდვების გამო, ან დიდი ხნით იყო გაჩერებული, ან ჯერ კიდევ ვერ იწყებს საქმიანობას.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ერთ-ერთ ასეთი ბიზნესჯგუფს წარმოადგენენ რესტორნებისა და კვების ინდუსტრიის წარმომადგენლები, რომელთაც 8 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით  შეეძლებათ  გააკეთონ განაცხადი, რათა 6 თვის განმავლობაში მათ მიერ აღებული სესხების პროცენტის სუბსიდირება სახელმწიფომ განახორციელოს.

„ჩვენ რამდენიმე ხნის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავიწყეთ სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა სარესტორნე ინდუსტრიისთვის.  პირველი შეხვედრისთანავე  საკმაოდ დიდი ინტერესი იყო და 2000-მდე რესტორანმა  მოგვმართა,  თუმცა, გამოვლინდა გარკვეული ტექნიკური თუ იურიდული ნიუანსები, რაც, დავუშვათ, ამ დაინტერესებული ობიექტებიდან ბევრს ხელს უშლიდა პროგრამაში ჩართვაში. ჩვენ გადავხედეთ ამას, გავაანალიზეთ და საკმაოდ სერიოზული შემსუბუქებით ვაცხადებთ უკვე  განაცხადების მიღების მეორე ეტაპს, რომ ამ სექტორს  2020 წლის 1 დეკემბრამდე აღებული სესხების პროცენტი დავუსუბსიდიროთ“ – განაცხადა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, პროგრამას, საბანკო სესხებთან ერთად,  დაემატა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში აღებული სესხების სუბსიდირებასაც და გაფართოვდა პროგრამის გავრცელებაც – თუ აქამდე სუბსიდირება  შეეხებოდა 2020 წლის 1 მარტამდე აღებულ სესხებს, ახლა პროგრამა გავრცელდება 2020 წლის 1 დეკემბრამდე გაცემულ სესხებზეც.

Share