Home » საზოგადოება » სერგეი გავრილოვი – ზოგიერთმა ქართველმა დეპუტატმა ბოდიში მომიხადა
სერგეი გავრილოვი - ზოგიერთმა ქართველმა დეპუტატმა ბოდიში მომიხადა

სერგეი გავრილოვი – ზოგიერთმა ქართველმა დეპუტატმა ბოდიში მომიხადა

რუსმა დეპუტატმა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარემ სერგეი გავრილოვმა გუშინ განვითარებულ მოვლენების თაობაზე „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სასტუმროში, საპარლამენტთაშორიოსო ასამბლეის მუშაობის ნაჩქარევად დამთავრებისა და მოსკოვში გამგზავრების წინ მას რამდენიმე ქართველმა დეპუტატმა ბოდიში მოუხადა. ჟურნალისტის კითხვის მიუხედავად მან ამ დეპუტატების ვინაობა არ დაასახელა.

გარდა ამისა, გავრილოვმა განაცხადა, რომ სასტუმროდან გამოსვლის შემდეგ მას ფიზიკურად შეეხნენ და უსაფრთხოების სამსახურმა ამის თავიდან აცილება ვერ შეძლო. ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე მან დაადასტურა, რომ დაარტყეს, თუმცა სერიოზულად არ დაზარალებულა. მან მოითხოვა, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა და გენერალურმა პროკურატურამ გამოავლინოს ის ექსტრემისტები, მათ შორის ალბათ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, რომლებიც მას ფიზიკური ანგარიშსწორებით, ასამბლეის დელეგატებს კი მოკვლით ემუქრებოდნენ და სათანადოდ პასუხი აგებინონ.

გავრილოვმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში ასევე თქვა, რომ საქართველოში დაკრძალულია მისი ბაბუა და მან ვერ მოახერხა მის საფლავზე მისვლა ვიზიტის ვადამდე შეწყვეტის გამო.

Share