Home » მსოფლიო » სერბეთი ლითიუმის მოპოვების $2,4 მილიარდიანი პროექტის განხორციელებას გარემოსდამცველების გამო ვერ შეძლებს

სერბეთი ლითიუმის მოპოვების $2,4 მილიარდიანი პროექტის განხორციელებას გარემოსდამცველების გამო ვერ შეძლებს

სერბეთი ლითიუმის მოპოვებას გარემოსდამცველების გამო ვერ შეძლებს. კერძოდ, სერბეთმა ოფიციალურად უარი თქვა პროექტზე, რომელიც ლითიუმის მოპოვებას გულისხმობდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა განაცხადა.

„მთავრობამ გააუქმა 2020 წლის 13 თებერვლით დათარიღებული მინერალის, ჯადარიტის მოპოვებისა და გადამუშავების პროექტის განსახორციელებლად სპეციალური დანიშნულების ტერიტორიის გადაწყვეტილება და გეგმა“, – განაცხადა ბრნაბიჩმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ.

გადაწყვეტილება გარემოსდამცველების ზეწოლის შედეგად მიიღეს.

2004 წელს დასავლეთ სერბეთში ქალაქ ლოზნიცას მახლობლად, მდინარე ჯადარის მიდამოებში, აღმოაჩინეს მინერალი ჯადარიტის (ლითიუმის და ნატრიუმის ბოროსილიკატი ჰიდროქსილით) საბადოები. 2006 წელს ახალ მინერალს მდინარის (ჯადარი – ჯადარიტი) სახელი დაარქვეს. ექსპერტების აზრით, საბადო შესაძლოა შეიცავდეს მსოფლიოში ლითიუმის შესწავლილი მარაგების 10%-მდე.

სამთო და ლითონის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ტრანსნაციონალურმა კომპანიამ, Rio Tinto-მ, რომლის გეოლოგებმაც აღმოაჩინეს საბადო, ივლისში გამოაცხადა, რომ აპირებს 2,4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადოს მინერალის მოპოვებაში, შემდგომ მისგან ლითიუმის ამოღების მიზნით.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ “წარმოება უნდა შეესაბამებოდეს ყველა უმაღლეს ეკოლოგიურ და ტექნოლოგიურ სტანდარტს”.

თუმცა, გარემოს დაცვის აქტივისტებმა დარგის განვითარების წინააღმდეგ პროტესტი დაიწყეს. სახელმწიფოს მეთაური და სერბეთის მთავრობა პრობლემის მოგვარებას რეფერენდუმის ჩატარებით ცდილობდნენ, უნდა განხორციელებულიყო თუ არა ის. თუმცა, ამან არ უშველა.

8 დეკემბერს სერბეთის პრეზიდენტმა და მთავრობამ (პარლამენტი) განხილვიდან ამოიღეს კანონპროექტი ექსპროპრიაციის შესახებ და რეფერენდუმის იდეით გამოვიდნენ.

ვუჩიჩის თქმით, „პროტესტანტებს არანაირი მიზეზი არ აქვთ გარემოსდაცვითი მოთხოვნებისთვის“. მაგრამ ამან გარემოსდამცველები არ დააკმაყოფილა.

საბოლოოდ, სერბეთის მთავრობას მოუწია პროექტის ოფიციალურად დახურვა.

„ამგვარად, ჩვენ შევასრულეთ გარემოსდაცვითი საპროტესტო აქციების ყველა მოთხოვნა. ამრიგად, ყველაფერი, რაც ეხება “რიო ტინტოს” პროექტს, დასრულებულია“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

სანდრო პირველი

teknoblog.ru

Share