Home » მსოფლიო » სენტ ვინსენტი და გრენადინები – კარიბის ზღვის სახელმწიფომ სამედიცინო კანაფი ქსპორტზე პირველად გაიტანა

სენტ ვინსენტი და გრენადინები – კარიბის ზღვის სახელმწიფომ სამედიცინო კანაფი ქსპორტზე პირველად გაიტანა

კარიბის ზღვის სახელმწიფო სენტ ვინსენტი და გრენადინები სამედიცინო კანაფის პირველი მოსავლის ექსპორტს ახორციელებს. ამის შესახებ reuters-ი წერს.

კერძოდ, სენტ-ვინსენტმა და გრენადინებმა გერმანიაში ექსპორტის ლიცენზიის მიღების შემდეგ 110 ფუნტი (49,8 კილო) სამედიცინო კანაფი გაიტანა.

სენტ ვინსენტი, სახელმწიფო კარიბის ზღვასთან, რომლის მოსახლეობაც 110 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს, წლების განმავლობაში ავითარებდა კანაფის ადგილობრივ ინდუსტრიას.

2018 წელს სენტ ვინსენტმა შექმნა სახელმწიფო სააგენტო, რომელიც აკონტროლებს ლიცენზირებას და უზრუნველყოს მისი სამედიცინო კანაფის ხელმისაწვდომი ადგილობრივი პაციენტებისთვის.

როგორც “როიტერსი” წყაროზე დაყრდნობით წერს, პროდუქტი გაყიდა Caribbean Cannabis Company-მ, რომელიც უკვე აწარმოებს რამდენიმე პროდუქტს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანიაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

მსგავსი:  როგორ გავხდეთ ლიდერი მარიხუნის წარმოების ლეგალურ ბაზარზე

როგორ გავხდეთ ლიდერი მარიხუნის წარმოების ლეგალურ ბაზარზე

 

სენტ ვინსენტ სოფლის მეურნეობის მინისტრმა საბოტო კეისარმა 7 იანვარს განაცხადა, რომ გერმანიის მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ფედერალურმა ინსტიტუტმა დაამტკიცა ლიცენზია გადაზიდვისთვის.

„სენტ ვინსენტი და გრენადინები მზადაა გლობალური ბიზნესისთვის სამედიცინო გამაჯანსაღებელი (Medicinal Wellness Industry) ინდუსტრიისთვის“,  – თქვა კეისარმა და დასძინა, რომ მთავრობა იმედოვნებს, რომ შეიმუშავებს სხვა ე.წ. ველნეს პროდუქტებს, მათ შორის ტრადიციულ მედიკამენტებს და ფსიქოდელიური მედიცინის განვითარებას.

მისი თქმით, ეს იყო პირველი სამედიცინო კანაფის ექსპორტი აღმოსავლეთ კარიბის ზღვის ქვეყნების ორგანიზაციის წევრის მიერ, რომელიც შედგება 11 ქვეყნისა და საზღვარგარეთის ტერიტორიებისგან კარიბის ზღვის აღმოსავლეთ კიდეზე.

მისი თქმით, ეს იყო პირველი სამედიცინო კანაფის ექსპორტი აღმოსავლეთ კარიბის ზღვის ქვეყნების ორგანიზაციის წევრის მიერ.

გიორგი არაბული

Share