Home » ფინანსები » სემეკი დღეს „თბილისი ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელებს

სემეკი დღეს „თბილისი ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელებს

დღეს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი)საჯარო სხდომაზე შპს „თბილისი ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელებს.

საჯარო სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

პანდემიის პრევენციის მიზნით განსახორციელებელი რეგულაციების ფარგლებში, სემეკი სთავაზობს დაინტერესებულ პირებს სხდომაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციურად, შესაბამისი პროგრამის საშუალებით, რომლითაც პირდაპირ რეჟიმში შეეძლებათ სხდომაზე განსახილველი საკითხის მოსმენა, პოზიციის დაფიქსირება ან/და კითხვის დასმა.

სხდომაზე დისტანციური მონაწილეობისათვის ბმულის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნონ არაუგვიანეს 27 მაისის 11:00 საათის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pr@gnerc.org.

Share