Home » ფინანსები » სებმა $40 მლნ გაყიდა
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი დოლარი შეისყიდა

სებმა $40 მლნ გაყიდა

სავალუტო აუქციონზე 23 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2641 შეადგინა.

ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე მე-14 სავალუტო ინტერვენციაა. სები 2020 წელს ჯამში 460 000 000 გაყიდვას შეეცადა, საიდანაც 449 650 000 გაყიდა.

Share