Home » ახალი ამბები » სებ-ის საბჭოს წევრად კობა გვენეტაძის კანდიდატურაზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს
სებ-ის საბჭოს წევრად კობა გვენეტაძის კანდიდატურაზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს

სებ-ის საბჭოს წევრად კობა გვენეტაძის კანდიდატურაზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს

ეროვნული ბანკის  საბჭოს წევრად კობა გვენეტაძის კანდიდატურაზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს.

საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილია. დაუჭერენ თუ არა კანონმდებლები მხარს გვენეტაძის კანდიდატურას უცნობია. ცოტა ხნის წინ დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა მედიას განუცხადა, რომ პრემიერი გვენეტაძეს ნდობას უცხადებს, რაც მისთვის შესაძლოა ხმის მიცემისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

კობა გვენეტაძე 2015 წლის ნოემბრიდან, Galt and Taggart-ში მრჩევლად მუშაობს, 2002-2015 წლებში  კი ის უფროსი ეკონომისტი იყო  საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური  აზიის დეპარტამენტში, ვაშინგტონში. კობა გვენეტაძეს 2001-2002 წლებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, 2000-2001 წლებში ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

[wpolling id=”12″ width=”” height=””]

წყარო: GBC

Share