Home » ფინანსები » სებ-ი ბანკებს სარეზერვო ნორმას უმცირებს – ლარზე წნეხი მოიხსნება
სებ-ი ბანკებს სარეზერვო ნორმას უმცირებს - ლარზე წნეხი მოიხსნება

სებ-ი ბანკებს სარეზერვო ნორმას უმცირებს – ლარზე წნეხი მოიხსნება

ლარიზაცია თუ ინფლაცია და კურსი, – სებ-ი ლარიზაციაზე უფრო პრიორიტეტულს ირჩევს და ბანკებს სარეზერვო მოთხოვნას შეუმცირებს. საბანკო სექტორში არც შემოსავლების დადასტურების ნაწილში ახლადმიღებული კოეფიციენტების ცვლილებას გამორიცხავენ, გზავნილების უცხოურ ვალუტაში დაანგარიშების ნაწილში.  ₾200  000  ზღვარი ჯერ ხელშეუხებელია. სავალუტო სესხები, ნაკლები მოცულობით შეზღუდული რჩება.

როგორც იცით  ბანკების მიერ მოზიდულ სავალუტო რესურსზე  25%-დან 30%-მდე გაზრდილი ნორმა  2 ეტაპად შევიდა ძალაში, +3% (18 აპრილიდან) და +2% (16 მაისიდან).  რაც სებ-მა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელი დამატებითი ფულადი სახსრების დროული მობილიზებით ახსნა. ქვეყნის სავალუტო რეზერვების მატებაში, ამ კოეფიციენტის გამკაცრების მნიშვნელოვან წვლილზე 2018 წლის ანგარიშშიც არის აღნიშნული, მთავრობის სავალუტო ოპერაციების უარყოფითი გავლენის საპირისპიროდ.

სავალუტო რეზერვების სსფ-ის ნორმაც, ბანკების  შექმნილი რეზერვების  ხარჯზე მიუახლოვდა ქვედა -100% ნიშნულს.

GBC.GE

Share