Home » საზოგადოება » საზოგადოებრივი დამცველი საქველმოქმედო ზარების განხორციელებაზე არსებული პრაქტიკით დაინტერესდა
საზოგადოებრივი დამცველი საქველმოქმედო ზარების განხორციელებაზე საქართველოში არსებული პრაქტიკით დაინტერესდა

საზოგადოებრივი დამცველი საქველმოქმედო ზარების განხორციელებაზე არსებული პრაქტიკით დაინტერესდა

,,ბანკები და ფინანსებში”, რამდენიმე კვირის წინ, საქველმოქმედო ზარებიდან ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების მიერ მითვისებულ თანხებზე გამოქვეყნდა პუბლიკაცია.  აღნიშნულ ინფორმაციას საკმაო გამოხმაურება მოჰყვა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის შემდეგ, საკითხით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველიც დაინტერესდა.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, თამთა ტეფნაძე საქველმოქმედო ზარების განხორციელებაზე საქართველოში არსებულ პრაქტიკას შეისწავლის. აღნიშნული საკითხი სხვა აქტივობებთან ერთად გათვალისწინებულია საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2017 წლის სამოქმედო გეგმით.

საზოგადოებრივი დამცველის აპარატის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის ივნისში, საზოგადოებრივმა დამცველმა მიმართა მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს და გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია, თუ როგორ ადგენენ და რა სამართლებრივი საფუძვლით ანაწილებენ კომპანიები საქველმოქმედო ნომრებზე განხორციელებული თითოეული ზარის/სმს-ის ღირებულებას; განსხვავდება თუ არა კომპანიების მიერ შემუშავებული მიდგომები სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდის მიმართ; რა შემთხვევაში მიმართავენ სრულად პროვაიდერი კომპანიები საქველმოქმედო ზარებით მიღებულ თანხებს საქველმოქმედო ფონდის/ბენეფიციარის ანგარიშზე. საზოგადოებრივი დამცველი ასევე იკვლევს ფონდის მიერ საქველმოქმედო მიზნით მოძიებული თანხების მიზნობრივ განკარგვაზე არსებობს თუ არა მონიტორინგის გამჭვირვალე სისტემა და შესაბამისი პრაქტიკა.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს შესწავლილ იქნას საქველმოქმედო მიზნით განხორციელებულ ზარებზე დაწესებული საფასურის ხარჯზე ორიენტირების საკითხი. ასევე, ერთ-ერთ პრობლემად ვლინდება ის, რომ საზოგადოებას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, რა წესით და ოდენობით მიდის ბენეფიციარამდე საქველმოქმედო მიზნით განხორციელებულ ზარებზე მომხმარებლისაგან გადახდილი საფასური.

 

Share