Home » საზოგადოება » საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება

საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდა.

კახა კალაძის განცხადებით, ყველა რეკომენდაციის შესრულება მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.

„მინდა, შესაბამის სამსახურებს დავავალო, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ის რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც, მგზავრობა მხოლოდ და მხოლოდ პირბადით არის ნებადართული, გაკონტროლდეს.

მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ საზოგადოებას, იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლის უსაფრთხოებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 270-ს შეადგენს.

Share