Home » ფინანსები » სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი 40 მლნ აშშ დოლარიდან 25 400 000 აშშ დოლარი გაიყიდა

სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი 40 მლნ აშშ დოლარიდან 25 400 000 აშშ დოლარი გაიყიდა

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი 40 მლნ აშშ დოლარიდან 25 400 000 აშშ დოლარი გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„2021 წლის 15 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი.

აუქციონზე გაიყიდა 25 400 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4353 შეადგინა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Share