Home » ეკონომიკა » “საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც ქუთაისში აშენდება, 250 მილიონი ევრო დაჯდება”
"საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც ქუთაისში აშენდება, 250 მილიონი ევრო დაჯდება"

“საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც ქუთაისში აშენდება, 250 მილიონი ევრო დაჯდება”

“თბილისის ტექნოლოგიური პარკის სამეცნიერო ნაწილი დაახლოებით 250 მილიონი ევრო დაჯდება და ასევე დაჯდება საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც ქუთაისში იქნება”, – განაცხადა ტექნოლიგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება თანხის ოდენობას, რომელიც ინსტიტუტის შენახვისთვის იქნება საჭირო, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ეს ინსტიტუტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გახდება ცნობილი.

„მე დავეხმარები სახელმწიფოს, მანამ, სანამ თავად ვერ მოახერხებს, ინსტიტუტის შენახვას“,- განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბათუმში აშენებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა სწორედ მას ეკუთვნოდა.

„ეს სამეცნიერო ნაწილი ჩემი იდეა იყო თავიდანვე, როცა პოლიტიკაში შემოსვლა გადავწყვიტე, სააკაშვილმა იდეა აიტაცა და სასწრაფოდ გააკეთა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ეს იყო სწორედ ჩემი იდეა და ამას ვახორციელებ ახლა ბათუმში. რაც არის ყველაზე კარგი და ახლო მეცნიერებასთან და სააკაშვილის ხელწერასთანაც, არის ის ეშმაკის ბორბალი, რაც დაამონტაჟა იმ შენობაზე“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

Share