Home » საზოგადოება » საუკეთესო სამზარეულოს მქონე ქვეყნებში საქართველო მე–4 ადგილზეა
საუკეთესო სამზარეულოს მქონე ქვეყნებში საქართველო მე–4 ადგილზეა

საუკეთესო სამზარეულოს მქონე ქვეყნებში საქართველო მე–4 ადგილზეა

YAHOO–ს სარედაქიცო წრე ყოველთვის გამოირჩეოდა საინტერესო და ორიგინალური კვლევებით. ამჯერად, მათ გადაწყვიტეს ევროპულ ქვეყნებში ჭამა–სმის ხარისხი გამოეკვლიათ. შედეგათ, მივიღეთ 48 ქვეყნისგან შემდგარი სია.

სამეული საკმაოდ ლოგიკურად გამოიყურება. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი ადგილი იტალიამ დაიკავა, მეორე–მესამე ადგილები კი, შესაბამისად, საფრანგეთმა და ესპანეთმა გაინაწილეს.

ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო მე–4 პოზიცია, რომელის წილად  ხვდა საქართველოს.

YAHOO–ს სარედაქციო წრის მიერ, საქართველო შემდეგნაირადაა შეფასებული:

საქართველო: “საქართველოს გეგრაფიული მდებარეობა ემთხვეოდა იმ მარშრუტს, რომელსაც ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნები იყენებდნენ სხვადასხვა სანელებლების ექსპორტ–იმპორტისთვის. შედეგად, ამ ქვეყანაში, ვხვდებით ისეთი უნიკალური არომატისა და შემადგენლობის სანელებლებსა და მწვანილებს, რომელთა სხვა რეგიონებში მონახვა საკმაოდ გაგიჭირდებათ.

გამორჩევას იმსახურებს ხაჭაპური, ნავის ფორმის ცომი, რომელიც გავსებულია დიდებული ადგილობრივი ყველით და კვერცხით. ეს კერძი იმდენად პოპულარულია, რომ ქვეყანა მისთვის სასაქონლო ნიშნის მინიჭებას ცდილობს, იმის შიშით, რომ Panera–მ მისი მოპარვა არ ცადოს, როდესაც გააცნობიერებს, თუ რამდენად გემრიელი შეიძლება იყოს თასის ფორმის პური.

ქართული კერძებიდან ასევე გამოსარჩევია ხინკალი, კუჭმაჭი(რომლის შემადგენლობაც ჯობს არ იკითხოთ, თუმცა უგემრიელესია), ჩახოხბილი… უამრავი სახეობის ყველი და ტყემალი!!!

სრული სიის ნახვა შეგიძლიათ Yahoo-ს სტატიაში.

Share