Home » საზოგადოება » “საწვავის ფასი 3 ლარს ასცდა და ეს გავლენას ყველაფრის ფასზე ახდენს – ყველას ურტყამს უმძიმესი დარტყმით”

“საწვავის ფასი 3 ლარს ასცდა და ეს გავლენას ყველაფრის ფასზე ახდენს – ყველას ურტყამს უმძიმესი დარტყმით”

“ყვავს კაკალი გააგდებინეო”, შემდეგი ვადამდელი არჩევნების შიშით, იმ მდგომარეობაში უნდა ჩავაგდოთ ხელისუფლება, რომ ვაიძულოთ ნაბიჯი გადადგას”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ გორში, ჟურნალისტებთან განცხადა, სადაც “ევროპული საქართველო” საწვავზე გაზრდილი ფასის გამო საპროტესტო აქციას მართავს.

ბოკერიას თქმით, საწვავის ფასი 3 ლარს ასცდა, რაც გავლენას ყველაფრის ფასზე ახდენს, “ყველას ურტყამს უმძიმესი დარტყმით”.

“ჩვენს გუნდთან და მის აქტიურ წევრებთან ერთად აქაც აქციას ვიწყებთ, გადასახადების შემცირების, კერძოდ, საწვავზე აქციზის გაუქმებასთან დაკავშირებით. იმ უმძიმეს მდგომარეობაში, რომელიც შექმნილია ივანიშვილის რეჟიმის შედეგად და დამატებით ობიექტურად კოვიდის შედეგად ამ დროს, თქვენ ხედავთ, რომ მინიმალურ ნაბიჯსაც კი არ დგამს ხელისუფლება, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეს წნეხი შეუმსუბუქოს.

საწვავის ფასი 3 ლარს ასცდა და ეს გავლენას ყველაფრის ფასზე ახდენს. ყველას ურტყამს უმძიმესი დარტყმით, მაშინ

როდესაც საერთაშორისო ფასები ახლა ძალიან მაღალი არ არის და ჯამში მხოლოდ ლარის კურსის ვარდნის გამოა, რის ფასსაც ხალხი დღეს იხდის.

ჩვენი ამოცანაა, სანამ ეს სამარცხვინო ხელისუფლება გვყავს ყველგან შევაწუხოთ, რომ ეს ამბავი შევახსენოთ.

თან ხალხმა იცოდეს, რა უნდა გაკეთდეს სწრაფად. იქამდე კი სანამ “ყვავს კაკალი გააგდებინეო” ასეა ნათქვამი, იმ მდგომარეობაში უნდა ჩავაგდოთ ხელისუფლება, შემდეგი ვადამდელი არჩევნების შიშით, რომ ვაიძულოთ ნაბიჯი გადადგას”, – განაცხადა ბოკერიამ.

Share