Home » ბიზნესი » სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო და გარე რეკლამა აიკრძალება

სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო და გარე რეკლამა აიკრძალება

პრემიერმა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მის მიერვე დაანონსებული ცვლილებების შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და განმარტა, თუ რა მიმართულებით იქნება რეგულაციები.

მისი თქმით, აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო და გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება.

„აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო და გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება. დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ონლაინ-სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით.

ჯამში, პირთა წრე, რომლებსაც შეეზღუდებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, შეადგენს 1 მლნ ადამიანს.

„ჩვენს მოქალაქეებს 25 წლამდე აეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება და ეს შეეხებათ: სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითაკრძალვის მოთხოვნით და ასევე მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნის საფუძველზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Share