Home » საზოგადოება » სასტუმრო „ვინოტელის“ მფლობელი ბენო ქა­შა­კაშ­ვილი – ვლადიმერ პოზნერისთვის მოულოდნელი იყო ასეთი დახვედრა, ცუდი რეაქცია ჰქონდა – სტუმრები წავიდნენ და აღარც ჩამოვლენ

სასტუმრო „ვინოტელის“ მფლობელი ბენო ქა­შა­კაშ­ვილი – ვლადიმერ პოზნერისთვის მოულოდნელი იყო ასეთი დახვედრა, ცუდი რეაქცია ჰქონდა – სტუმრები წავიდნენ და აღარც ჩამოვლენ

ვლადიმერ პოზნერისთვის მოულოდნელი იყო ასეთი დახვედრა, ცუდი რეაქცია ჰქონდა, – ამის შესახებ სასტუმრო „ვინოტელის“ მფლობელმა, ბიზ­ნეს­მენმა ბენო ქა­შა­კაშ­ვილმა რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის და მისი სტუმრების ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ვლადიმერ პოზნერი საქართველოს ხშირად სტუმრობს, თუმცა შარშან პანდემიის გამო არ ჩამოსულა.

„ბოდიში, ძალიან მძიმე ღამე მქონდა, არც დილაა იოლი.. სტუმრები წავიდნენ, აღარ არიან, აღარც ჩამოვლენ. მე კი ბოდიში – ალბათ გამიგებთ… ჩემთვის მოულოდნელი და სამწუხარო იყო ეს ყველაფერი. ისინი ყოველ წელს ჩვეულებრივ დადიოდნენ აქ, სხვაგან და ა.შ.

რაც შეეხება „კომენდანტის საათის“ დროს რესტორნის გახსნას, მათ ჩამოფრენა დააგვიანეს და ვეღარ შევცვალე გეგმა, დაგვსაჯეს კიდეც ამისთვის – 10-ათასი ლარიანი ჯარიმით. შარშან პანდემია იყო და არ ჩამოსულან. შარშანწინ ამ დროს კი იყვნენ ჩამოსულები. ვლადიმერ პოზნერისთვის მოულოდნელი იყო ასეთი დახვედრა, ცუდი რეაქცია ჰქონდა“, – ამბობს ქაშაკაშვილი.

კითხვაზე, რატომ არ თქვა ბიზნესმენმა უარი კანონდარღვევაზე, რითაც თავიდან აიცილებდა ჯარიმასაც და ხალხის რისხვასაც, ბიზნესმენი აცხადებს, რომ მათ მოსვლა დააგვიანეს.

„დააგვიანეს მოსვლა, უარს ვერ ვეტყოდი, ყველა ყოველთვის აგვიანებს და კანონი არა შეგნებულად დაირღვა, თანაც – პირველად. ასეთ დიდ ჯარიმას არ ვიმსახურებდით, მგონია, არც – რისხვას, გამომდინარე მათი ადრინდელი ვიზიტებიდან ჩვენთან, თუ სხვა სასტუმროში“, – აცხადებს ქა­შა­კაშ­ვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში სტუმრებთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად იყო ჩამოსული, თუმცა ქართველი აქტივისტების პროტესტის გამო, ის იძულებული გახდა თბილისი ვადაზე ადრე, ჩარტერული რეისით დაეტოვებინა. პოზნერი და მისი სტუმრების დიდი ნაწილი – 31 პირი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის გამო დაჯარიმდნენ. ამავე ფაქტზე დაჯარიმდა სასტუმროები: „ვინოტელი“ და „თბილისი რუმსი“, რომლებიც რუსეთიდან ჩამოსულ პირებს მასპინძლობდნენ.

Share