Home » ბიზნესი » სასტუმრო “საქართველოს” ადგილზე არაბული ბრენდის La Verda-ს სასტუმრო აშენდება
სასტუმრო "საქართველოს" ადგილზე არაბული ბრენდის La Verda-ს სასტუმრო აშენდება

სასტუმრო “საქართველოს” ადგილზე არაბული ბრენდის La Verda-ს სასტუმრო აშენდება

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე სასტუმრო „საქართველოს“ ადგილზე არაბული ბრენდის La Verda-ს სასტუმრო აშენდება. დუბაიში მდებარე სასტუმროს la verda dubai marina-ს მეპატრონეებზე სასტუმრო “საქართველოს” შენობა მისმა ყოფილმა მფლობელმა დავით კოდუამ გაყიდა. თუმცა, კოდუა გარიგების ღირებულებას არ ასახელებს.

რაც შეეხება სასტუმროში შესახლებულ დევნილებს, მათი დაკმაყოფილება კვლავ დავით კოდუას ვალდებულებაა. ბიზნესმენი „ბიზნესკონტრაქტთან“ აცხადებს, რომ როგორც კი თანხა ჩაერიცხება, შენობაში შესახლებულ დევნილებს დააკმაყოფილებს.

დავით კოდუა სასტუმრო “საქართველოს” შენობას წლების განმავლობაში ფლობდა და იქ სასტუმრო “ჰილტონის” გახსნა სურდა, თუმცა, დევნილთა სამინისტროსთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. ამ დრომდე სასტუმროს შენობაში აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ცხოვრობენ. როგორც კოდუა აცხადებდა, ოჯახების დაკმაყოფილებას დაახლოებით 1 მილიონი ლარი სჭირდებოდა.

ბიზნესკონტრაქტი

Share