Home » საზოგადოება » საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, დოლარის ინდექსის ტრენდი დაღმავალ სვლას გააგრძელებს
საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, დოლარის ინდექსის ტრენდი დაღმავალ სვლას გააგრძელებს

საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, დოლარის ინდექსის ტრენდი დაღმავალ სვლას გააგრძელებს

ანალიტიკოსი ნიკა შენგელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, დოლარის ინდექსის ტრენდს მიმოიხილავს.

გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

„დონალდ ტრამპის ტვიტერში გაკეთებული განცხადებები, არარეზიდენტ კომპანიებს ამერიკული აქტივებში ინვესტიციების ჩადების სურვილს უკლავს.

აშშ-ს ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა და ფსს-ის განწყობა,რომ შეეგუებიან თარგეთირებულზე უფრო მაღალ ინფლაციას,დოლარის შემდგომ გაძლიერებას ხელს უშლის.

როგორც ირკვევა, ტრამპი აპირებს ავტომობილების იმპორტზეც დააწესოს გადასახადები, რაც მის მიერ გასატარებელი პროტექციონისტული ღონისიებების ნუსხაში სერიოზულ განაცხადს წარმოადგენს.

შედარებისათვის აშშ-ში ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების იმპორტმა 2017 წელს 324 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, ხოლო ალუმინისა და რკინის იმპორტმა სულ 29 მილიარდი დოლარი. როგორც ჩანს, დიდი ალბათობით მასშტაბური სავაჭრო ომი დაწყების ფაზაშია შესული. აღნიშნული საკითხი კი ინვესტორებს საფიქრალს უჩენს მოიძიონ თავშესაფარი აქტივები, რაც გამოიწვევს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობის კლებას.

ბოლო მონაცემებით, არარეზიდენტი კომპანიების წილი აშშ-ის სახელმწიფო ფასიან ქაღლდებში (23 მაისის მდგომარეობით) შემცირდა 3,025 ტრილიონ დოლარამდე, რაც ძალიან ახლოსაა იანვარში დაფიქსირებული 3,013 ტრილიონ დოლარის მაჩვენებელთნ.

თანახმად პროგნოზისა, აშშ-ში უახლოეს 10 წლიან პერიოდში, საბიუჯეტო დეფიციტს 9,5 ტრილიონ დოლარამდე ელოდებიან და თუ გავითვალისწინებთ უარყოფით სავაჭრო სალდოსაც, უკვე ცხადია, რომ დოლარის ინდექსის ტრენდი დაღმავალ სვლას გააგრძელებს თუ რაიმე სხვა პოლიტიკურმა ფაქტორმა არ გადაწონა.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე EUR/USD წყვილის კოტირების კურსი სავარაუდოდ [1,1630___ 1,1850] იან არეში დაიმკვიდრებს ადგილს“, – წერს შენგელია.

[poll id=”5″]
Share