Home » ბიზნესი » სასამართლომ ნავთობკომპანიების სარჩელი ანტიმონოპოლიურის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო
საწვავის ფასების რეიტინგი ქვეყნების მიხედვით

სასამართლომ ნავთობკომპანიების სარჩელი ანტიმონოპოლიურის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო

სასამართლომ ნავთობკომპანიების სარჩელი კონკურენციის სააგენტოს წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო  – აღნიშნულის შესახებ „აიპრესს“ სასამართლოში განუცხადეს. სასამართლოში კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს კომპანიებმა – ვისოლი, ლუკოილი, გალფი და სოკარი.

შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ სხვადასხვა კომპანიებს, მათ შორის ვისოლს, სოკარს, რომპეტროლს, გალფს, ლუკოილს და კიდევ 30-ზე მეტ ნავთობკომპანიას ჯამში 55 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ჯარიმები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: სოკარი – 14 381 385 ლარი, რომპეტროლი – 10 885 806 ლარი, გალფი – 11 267 384 ლარი, ვისოლი – 10,426 393 ლარი, ლუკოილი – 4, 740 260 ლარი. ასევე, შპს იოლი – 1 209 800 ლარი, შპს ი თი აი – 1 172 776 ლარი, შპს. ბინული 1 – 654 445 ლარი. კონკურენციის სააგენტო ნავთობის ბიზნესს 8 თვის განმავლობაში სწავლობდა.

[wpolling id=”4″ width=”” height=””]
Share